Monday 16 September 2019

თანამედროვე ბერძნული პროზა

    ვკვდები, როგორც ქვეყანა“, ასე დაასათაურა მცირე მოცულობის პროზაული ნამუშევარი 1978 წელს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ცნობილმა წარმომადგენელმა დიმიტრის დიმიტრიადისმა... ბერძენი რეჟისორი, მიხეილ მარმარინოსი (რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს 2012 წელს დადგმული უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ პიესის "რემინისცენციით" შექმნილი სპექტაკლით),  დიმიტრიადისის  „ვკვდები, როგორც ქვეყანა“  მიხედვით ქმნის  სპექტაკლს, რომელიც ევროპულ სცენებზე  ინტენსიურად იდგმება.
     ქართველი მკითხველი დიმიტრიადისის  გახმაურებულ  „ბესტსელერს“  2015 წელს გაეცნო  ბრწყინვალე თარგმანით, რომელიც  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის-ბერძნული ენის ფილოლოგიის დოქტორანტს, თათია მთვარელიძეს ეკუთვნის.   დიმიტრიადისის გარკვეულწილად მომნუსხველი, ერთი შეხედვით  ატიპიური  პროზაული ხელწერა  მთარგმნელმა მცირე  ანაქრონულობითა და სკაბრეზული სტილის კორელაციით გადმოსცა მკითხველს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიმიტრიადისის  პროზის ქართულად გადმოთარგმნილი  ტექსტის ეფექტურობას.

       ჩემი თვალთახედვით, „ვკვდები, როგორც ქვეყანა“  მოიაზრება საყოველთაო მეტაფორად, რომელშიც მოქცეულია კაცობრიობის ისტორიაში ათასწლოვანი ცხოვრების „ციკლების“  განსაზღვრულობა. ავტორი ტექსტში ფანტასმაგორიულ გარემოს ქმნის - მარგინალური ქმედებებითა და რიტმიული საჯარო კონვულსიებით სავსეს, როგორსაც  „ერთი კონკრეტული ერის“  ცხოვრება შეიცავს. ერი, რომლის  ჯარისკაცები დეზერტირებად კვდებიან და ერი, რომელიც  უკანასკნელ თაობას კარგავს, თავად ახალს ვერ შობს, რადგან უნაყოფოა, უნარი შექმნას „ახალი სიცოცხლეები“  წართმეული აქვს და საკუთარსავე უმოქმედობასა  და უსასოობაში, ყოველგვარი პანაციის, თანაგანცდის, კეთილშობილების გარეშე ლპება, თვითიხრწნება; „რომ ამ ქვეყნის უსაშველობა ყველა მისი მცხოვრებლის სულში ბუდობდა და რომ ამ ქვეყნის ბინადართა სულები სხვა არა იყო რა, თუ არ ქვეყნის უსაშველობა“.   ამ ფანტასმაგორიულ სინამდვილეში ლოზუნგად შემდეგი სიტყვები ქცეულა: „სამშობლოს გაცემა საქმეა საგმირო, ამბორვყოთ სამშობლო და ამით განვგმიროთ“.  ასე ხდებოდა ცხოვრების ერთი ციკლიდან მეორე ციკლზე გადასვლა და იქმნებოდა ფსიქიკური აშლილობის, აგონიის და ანარქიის აპოთეისტური პროცესი.  თანდათანობით მოხდა „ერთი ერის“  ცხოვრების ცვლილება, მეორე დიაკრიტიკული „ციკლის“ ჩანაცვლებით, სადაც, ამიერიდან ქრებოდა  ვიოლინოს ხმა, პროექტორიდან სინათლის სხივი, რომანებიდან შინაარსობრივი ქარგა, პიესებიდან კი მოქმედი გმირები.  ადამიანები „გენდერულ გაურკვევლობას“ განიცდიდნენ, ქალი ანდროგენულ არსებად გადასხვაფერდა, სამღვდელოება კი საეკლესიო ლიტურგიებს ობობის ქსელის მანტიაში გამოხვეული აღასრულებდა.  გაბატონდა და ნორმირებულ დოგმად ჩამოყალიბდა აღვირახსნილობა... ახლა ყველა ერთი გახდა და ყველაფერი სულ ერთი.   ბერძენი მწერალი პროზის დასასრულისაკენ ერთგვარად მოჩვენებით პოზიტიურ მდგომარეობას ქმნის-ქვეყანა მტრის ჯარების ხანგრძლივი ოკუპაციის პირობებში  გადასხვანაირდა და ძველს ახალი არაფრით ჰგავდა.  თუმცა ავტორი ერთთავად კითხვას სვამს: ახალი ცხოვრება მეტამორფოზდა(?)  თუ არსებითად „ისე“ და „იქ“ დარჩა?!..



ბერგმანი ინგმარ-პერსონა



     
      1966 წელს კინო-ეკრანებზე  გამოდის შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფსიქოლოგიური ჟანრის დრამა „პერსონა“...   ფილმის სათაური ბერგმანის ენიგმატური და ერთმნიშვნელოვნად ღრმააზროვანი ინდივიდუალიზმის მკვეთრი თანხმიანობაა!..    ფსიქოლოგიური დრამის 1 საათი და 23 წუთიანი ქრონომეტრაჟის მდინარება მაყურებელს  არასწორხაზოვან და  ფანტასმაგორიულ ლაბირინთში ახვედრებს... დრამის დასაწყისის რამდენიმე წუთიანი ფრაგმენტი, სხვადასხვაგვარი კადრების პასაჟური სინთეზი, ფილმის დასაწყისის-მიმდინარეობის და დასასრულის განმსაზღვრელია...  ორი მთავარი მოქმედი გმირი, რომელთაგან ექთანი-ალმა(მსახიობი ბიბი ანდერსონი), როგორც ქმედით ასპექტში, ისე ვერბალური თვალსაზრისით აქტიური პერსონაჟია, ხოლო  მსახიობის როლის შემსრულებელი ელიზაბეტ ფოგლერი(მსახიობი ლივ ულმანი), უხმოდ, გენიალური სახის მიმიკებისა და სხეულის  ჰაეროვანი  მოძრაობით, ცალსახად ამბივალენტურ პერსონაჟს ქმნის ექთანთან მიმართებით..
         
        ფილმის შავ-თეთრი, ბერგმანისეული მშვიდი კადრების და ღრმააზროვანი ინტენციონალური ატმოსფეროს კოლიზია ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურად საინტერესო რეფლექსიისკენ გიბიძგებს.  
   



          ექთან  ალმას  საავადმყოფოს ‘უფროსი ექიმი’ მსახიობ ელიზაბეტს მიაბარებს ‘გამოსაჯანმრთლებლად’...  თავდაპირველად, ორივე გმირი ერთმანეთის ანტიპოდურ პერსონაჟებს  ჰგავნან.. რადგან ელიზაბეტს აბსოლუტურად ჯანმრთელი ფიზიკური  სხეული და ფსიქიკა აქვს ექიმების გამოკვლევით, თუმცა არაადეკვატურია  ყველაფრისადმი, რაც მის დუმილში ვლინდება...  მთელი ფილმის განმავლობაში ელიზაბეტი, მხოლოდ ერთ ფრაზას წამოიყვირებს შიშის-ემოციური ნიადაგით გამოწვეულს. ალმა, ექთანი, პირობითად მის გამოჯანსაღებას ცდილობს, ესაუბრება სხვადასხვა თემაზე,  მათ შორის საკუთარ თავზე, უყვება უსიამოვნო  ვულგარული შემთხვევის შესახებ, რომლის მოყოლაც კი ტირილსა და კონვულსიურ მოძრაობებს, ემოციურ დაძაბულობას იწვევს მასში.  მსახიობის სახე ამ მომენტებში ალმასადმი თანაგრძნობით და ემპათიურობით იმსჭვალება,  თუმცა კვლავ მდუმარედ.
       

       ერთად გატარებული  ხანგრძლივი პერიოდი გამოკვეთს ორივე გმირის, ერთმანეთში აღრევა-გაურკვევლობის მოტივს, ერთგვარ დუალიზმს.     ბერგმანი მიგვანიშნებს, რომ  წარმატებული-რესპექტაბელური  მსახიობის ცხოვრება, ისეთივე მშრალი და სტატიკურია, შინაარსისგან დაცლილი, როგორც შედარებით მდორე და პირობითად  „წარუმატებელი“ ექთნის ცხოვრების ეტაპები... ერთი პერსონაჟი მეტამორფოზდება მეორე პერსონაჟად და პირიქით.  ახლა გაურკვეველია რომელია ელიზაბეტი და რომელი ალმა.   ფილმის გენიალური კადრი, რომელიც რამდენჯერმე  გაიელვებს: ელიზაბეტისა და ალმას გამოსახულება სარკეში - აღნიშნავს ადამიანების შინაარსობრივ მონოტონურობას, ერთმანეთთან განურჩეველ, ავადმყოფურ მსგავსებას, რაც იწვევს აპათიას, ინდივიდუალიზმის და ეგზისტენციალური განვითარების ატროფიას.   ალმასა და ელიზაბეტის ეგზიბიციონისტურ მაგალითზე ბერგმანი ფილოსოფიურად გვიანალიზებს ადამიანურობის, შინაგანი ჰარმონიის დისფუნქციის, საკუთარი „მეს“  ვერ გაცნობიერების პრობლემებს და კითხვის ნიშანს მრავალმიშვნელოვნად სვამს...!

2016წ.

კრიტიციზმის ეტიმოლოგია #criticism #etymology #correlation




კრიტიციზმი
, როგორც ასეთი,
განზოგადებულ ასპექტში რომ მოვიაზროთ და არა კონკრეტული სფეროს ან მოვლენის  მიმართ კონცენტრირებულად, გულისხმობს კრიტიკული, რეფლექტორული თვალით ხედვას...
     გერმანელმა, ძალიან დიდმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა კრიტიციზმი  საკუთარი ფილოსოფიური სისტემის  ინტენციად და ადამიანის, რაციონალური არსების  კოგნიტურობის მთავარ წყაროდ აღიარა!..

     ნებისმიერი სფეროსთვის, განსაკუთრებით კი შემოქმედებით-სიცოცხლისუნარიან, უწყვეტი-გენერაცია-რეგენერაციის პროცესში მყოფი სფეროებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვალიფიცირებულ თეორეტიკოსთა პლატფორმები, მათ ავანგარდში მყოფი, რათა  უნისონში დისონანსი შეიტანონ პოლიტონურობისთვის და  ასე მოჭარბებულ ნარცისულ სინდრომს ებრძოლონ! : ))) წინააღმდეგ შემთხვევაში უდიდესი ალბათობით, განსაკუთრებით ჩვენ ნეგატიურად არაპროგნოზირებად და უთანასწორობით  მსუყედ გაჯერებულ  ქვეყანაში, რუპორის ფუნქციით ჩამოხმებიან (თუ უკვე არ ხმებიან::) სხვადასხვა სახის არ გაგიკვირდებათ და მარგინალური სისტემები თავისი ბიუროკრატიებით.
        მეორე საკითხია, ვინ უნდა შეაფასოს თუ გააკონტროლოს და დააკლასიფიციროს  „კრიტიკოს-ანალიზატორის“ მოსაზრებები, რეცენზიები, პუბლიკაციები თუ ნებისმიერი ეპისტოლარული ჟანრის  ნამუშევარი...  დააკლასიფიციროს : ))) რომელი კარგია და რომელი ნაკლებად კარგი ან ცუდი და რომელია ‘პროფესიონალური’, ან თუნდაც ‘დილეტანტური’, თუმცაღა, არც ახლა გაგიკვირდებათ და ეს საკითხი ზედმიწევნით რელატიური კატეგორიისაა და მაშასადამე ვერავინ ეყოლება მაკონტროლებელი., კონკრეტული სუბიექტის(სფეროს კვალიფიცირებული ინდივიდის მიერ) კრიტიკას.. ვერავინ დააკორექტირ-დაარედაქტირებს, რადგან  ანალიზი იმდენადვეა მკვლევარ-შემფასებლის ცალსახად ლეგიტიმური პრეროგატივა ;), როგორც პოეტის მხრიდან ლექსის შეთხზვა; მხატვრისგან ‘გენიალური ტილოს’ შექმნა; რეჟისორისგან ოპერის დადგმა და ა.შ. და ა.შ.   თუ, მაინცდამაინც ჩემთვის ზედმეტად პროფანულ(ანუ ტრივიალურს)  არგუმენტს მოიშველიებს ვინმე ’შემოქმედი’(შემოქმედი-აქაც პირობითია);) )) :რომ ჩემ ნამუშევარზე ეს შეფასება არასწორია და ჩემი თვალით დაინახეო:, აი, მაშინ კი ერთმნიშვნელოვნად ცდება, რადგან  კრიტიკოსის ‘შეფასება’ დამოუკიდებლად, და ბუკვალურად, სრულიად ცალკე  ნამუშევარია, ფაქტობრივად შემოქმედებითი პროცესი. კრიტიკოს-მკვლევრის  ანალიზი კონკრეტულ ნაწარმოებზე, ან ნაწარმზე, მის გარე ფაქტორებსა და პარალელურ თუ დიაკრიტიკულ ნიშნებზე, აბსოლუტურად დამოუკიდებელი-თავისუფალი და სინგულარულია.  აბსურდიც კი „რაიმეს“ წინაპირობაა, ყოველი აზრი, გნებავთ ქმედება, „რაიმედან“  ამოზრდილი, პროვოცირებულია.  ამიტომ კრიტიციზმი უნდა განიხილებოდეს, როგორც დამოუკიდებელი  შემოქმედებითი პროცესი... სხვადასხვა სფეროსთან ავანგარდში მყოფი, როგორც მასტიმულირებელ-მაცოცხლებელი.   


 ...კიდევ, არ’ დაგვავიწყდეს, რომ #უილიამ შექსპირის ყველასთვის მეტნაკლებად ნაცნობი „ჰამლეტის“ ლიტერატურული პირველწყარო კიდის „ჰამლეტია“, რომელიც ბუკვალურად და ირიბად თავად უილიამის პიესის იდენტიფიკაციაზე  ვერანაირ პრევალირებას ახდენს! ;) 
     მაშასადამე გვახსოვდეს, კრიტიციზმის ეტიმოლოგია მრავალკონოტაციური და მეტად მრავალფუნქციურია საზოგადოებრივი ფორმირების პროცესში და მის შემდეგ...!


      *ტექსტში გამოყენებული არცერთი ფრაზა არ წარმოადგენს არაფრის ღია ან ფარულ კომპილაციას..

ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

ხშირად არც ისე მარტივია სახელოვნებო ნამუშევრით პროვოცირებული შთაბეჭდილებების ვერბალიზაცია... დიახ, ეს ფრაზა ამ შემთხვევაში მიემართება, ახალი...