ქართველი მკითხველი დიმიტრიადისის გახმაურებულ „ბესტსელერს“ 2015 წელს გაეცნო ბრწყინვალე თარგმანით, რომელიც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის-ბერძნული ენის ფილოლოგიის დოქტორანტს, თათია მთვარელიძეს ეკუთვნის. დიმიტრიადისის გარკვეულწილად მომნუსხველი, ერთი შეხედვით ატიპიური პროზაული ხელწერა მთარგმნელმა მცირე ანაქრონულობითა და სკაბრეზული სტილის კორელაციით გადმოსცა მკითხველს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიმიტრიადისის პროზის ქართულად გადმოთარგმნილი ტექსტის ეფექტურობას.

No comments:
Post a Comment