თეო ანგელოპულოსის „მტირალა მდელო“
2004 წელს ბერძენი წარმოშობის, გამორჩეული კონცეპტუალური ხელწერისა და მკვეთრად გამოხატული ფილოსოფიურ-ინტელექტუალური ესთეტიკის მქონე რეჟისორი თეო ანგელოპულოსი(Theodoros Angelopoulos), ტრადიციულად თავისი ფილმების სცენარის თანაავტორი, ტრილოგიის: („ტრილოგიის“ მესამე ფილმით დასრულება არ დასცალდა, სამწუხაროდ!) პირველ ფილმს იღებს სახელწოდებით „მტირალა მდელო“(Trilogy: The Weeping Meadow )... რომელიც ამავე წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს
დათვის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ისტორიულ-დრამატული (ფილმის) სიუჟეტის „პროლოგი“ იწყება 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო სრულდება „ამბავი” 1949 წლის ბერძნული “სამოქალაქო ომის” ტრაგიკული რეზულტატით. თავდაპირველად ოდესიდან („წითელ არმიას“ გამოქცეული.) ლტოლვილი ბერძნების მცირე ჯგუფი ჩნდება, რომლებიც თესალონიკის მახლობელ ტერიტორიაზე დააფუძნებენ საკუთარ ლოკალურ დასახლებას. ამ ადამიანებს შორის ახლო ხედით, გარკვევით კეთდება აქცენტი ორ პატარა ბავშვზე: ალექსსა და ელენიზე, რომელთა მოქმედების ქრონოლოგია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნარატივად იქცევა ისტორიულ და სოციალურ კონტექსტთან ერთად ანგელოპულოსის ტრილოგიის ამ კონკრეტულ ფილმში. ელენი (Alexandra Aidini/ალექსანდრა აიდინი) და ალექსი (Nikos Poursanidis/ნიკოს პოურსანიდისი) ერთად იზრდებიან, ელენი ობოლია და მისი „პატრონობის“ პასუხისმგებლობას ალექსის მშობლები იტვირთავენ. ბავშვებს ერთმანეთი უყვარდებათ., თუმცა ალექსის მშობლების (უმთავრესად მამის!) ავადმყოფური განზრახვა-(ძალადობრივად ელენის მამინაცვალზე დაქორწინება.) ხელი შეუშალონ მათ ერთად ყოფნას, შეარყიონ და სრულად აღმოფხვრან თავისთავად და აბსოლუტურად ბუნებრივად აღმოცენებული „გრძნობის“ ფუნდამენტები, შეყვარებული წყვილის ისტორიას სევდიან და ტრაგიკულ ამბად აქცევს...
მთავარი გმირების ტრაგედია იწყება პატარაობიდანვე დისკრიმინაციული მიდგომებით ოჯახის წევრების და იმ სოციუმის მხრიდან, რომელთანაც უწევდათ ცხოვრება და აღზრდა... (რეჟისორს აინტერესებს და იკვლევს ბავშვთა უფლებებს, მათზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობრივ ფაქტებს და ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე რეფლექსიისკენ უბიძგებს მსოფლიო მაყურებელს! „Landscape in the Mist-პეიზაჟი ნისლში“;1988წელი.) აღსანიშნავია 13 წლის ასაკში გაჩენილი „ტყუპების“ გაშვილების ასევე დისკრიმინაციული ფაქტი, რომლებსაც უკვე გაზრდილებს შეხვდებიან ალექსი და ელენი! მათი ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვა, პიროვნული არჩევნისა და „თავისუფალი ნების“, როგორ ფილოსოფიურ-მორალური ნებელობის კატეგორიის - დისკრედიტაციის მცდელობის არაერთი მაგალითი... რომ არაფერი ვთქვათ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, ერთგვარი მოჩვენებითი „რეაბილიტაციის“ პირობებში აღმოცენებულ მეინსტრიმულ პერიოდზე, როცა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად არასტაბილური და მუდმივად არასაიმედო იყო! გარკვეული პერიოდი, გაბატონებულ რელატივისტურ(„რელატივიზმი“ ანგელოპულოსის ფილმების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივია!) ‘შემოთავაზებებს’ ბოლო მოუღო ორივე მთავარმა გმირმა და „მოშორდნენ სრულიად მარგინალურ გარემოს“!! ალექსი და ელენი, გარკვეულწილად უძლებენ და ერთად უმკლავდებიან რთული ცხოვრების შავ-თეთრ და ‘ჭკუის შეშლამდე’ სტატიკური არსებობის მკაცრ „პირობებს“... გაიბრძოლებენ, ერთხელ, კიდევ ერთხელ, ორჯერ და მეტჯერ, თუმცა საბოლოოდ მაინც დაკანონებული წეს-წყობილება, მომავალი(მორიგი) ომის ‘პერსპექტივა’ შლის მათ ერთობას/ბრძოლას ცხოვრებასთან და ტრაგიკულ ყოფას წერტილს უსვამს... და თან იმდენად მკვეთრად, რომ არსაიდან ჩანს, (არ იგრძნობა), არა თუ მათი შთამომავლობის ცხოვრების სამომავლო პერსპექტივა, არამედ მათ შემდგომ მომავალი თაობების საიმედოდ რაიმე ნაპერწკალი... ომი, რომელიც რეალურად არანაირ ‘რენტაბელურ’ შედეგს არ ჰპირდება ცოცხალ ადამიანს,
დაუსრულებელი ტანჯვის, უახლოესი ადამიანების დაკარგვის, ახალგაზრდა სიცოცხლეების მოსპობის პერსპექტივის გარდა, უხეშად, რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არანაირ „სამომავლო ინვესტიციას“ არ გვთავაზობს ცრემლების სანაცვლოდ... გამუდმებით მხოლოდ და მხოლოდ ახალ თაობებს გვაკარგვინებს და ახალგაზრდა/თუ ასაკოვან ქალებს აქვრივებს!!!
თეო ანგელოპულოსის ეს ფილმი,(და არა მარტო ეს!) ერთთავად მოგვაგონებს კონკრეტული მხატვრული მიმდინარეობის „ფერწერულ სიუჟეტს“, როგორც კადრირების თვალსაზრისით, ამავე დროს მოქმედი პერსონაჟების ვიზუალურ-ესთეტური აქცენტებით თუ ბინარული სახეებით-ახალგაზრდა წყვილისა და სხვა დანარჩენის სახით...
რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე კარდინალურ მხარეს ამ ფილმში, ეს გახლავთ მუსიკა... ელენი კარაინდროუს(Eleni Karaindrou) ღვთიური, აბსოლუტურად ტრანსცენდენტურიც კი, მე ვიტყოდი, მუსიკალური აკომპანიმენტი, რომელიც უდიდეს ჰარმონიულ „მელოსად“ ჟღერდება მთლიან ფილმში პერიოდულად, სხვადასხვა შრეებში და არაერთგვაროვან რეგისტრებში...
ანგელოპულოსის კინემატოგრაფიულ გზაზე ერთგული თანამოაზრე კომპოზიტორის მუსიკალური კომპოზიციის პარტიტურა - მთლიანი ფილმის დრამატულ ხაზს ერთმნიშვნელოვნად მიმზიდველს ხდის და ‘უნივერსალური’ და არა კონკრეტული სახელდების - თეატრის ატმოსფეროს ქმნის ბერძენი რეჟისორის შემოქმედებაში! ხოლო, მოქმედი გმირების ვიზუალურ-შინაარსობრივი დინამიკა მეოცე საუკუნის ავთენტური გარემოს შემქმნელია, და თუ გადავიაზრებთ გარკვეულ, ძირეულ(მე ვიტყოდი) რუდიმენტებს, რასაც ანგელოპულოსი გვიყვება ამ ფილმით 2004 წელს, 2020 წელსაც არაა არა-ავთენტური, არამედ ზედმიწევნით ავთენტურიც კი, პრობლემატიკით, ჰიბრიდულ-პროპაგანდისტული თუ “მოსალოდნელი“ (ბუკვალურად) ომის საშინელებებით, დაუცველობისა და ნიჰილიზმის განცდებით... მხოლოდ ტრანსფორმაცია განიცადა „სტილმა“; პრობლემატიკის გამოხატვის ტექნიკებმა და საყოველთაო პრობლემებთან ბრძოლის მეთოდებმა!
*ფოტოები ამოღებულია საიტიდან: www.alamy.com
*ფოტოები ამოღებულია საიტიდან: www.alamy.com
No comments:
Post a Comment