კრიტიციზმი, როგორც ასეთი,
განზოგადებულ ასპექტში რომ მოვიაზროთ და არა კონკრეტული სფეროს ან მოვლენის მიმართ კონცენტრირებულად, გულისხმობს კრიტიკული, რეფლექტორული თვალით ხედვას...
გერმანელმა, ძალიან დიდმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა კრიტიციზმი საკუთარი ფილოსოფიური სისტემის ინტენციად და ადამიანის, რაციონალური არსების კოგნიტურობის მთავარ წყაროდ აღიარა!..
ნებისმიერი სფეროსთვის, განსაკუთრებით კი შემოქმედებით-სიცოცხლისუნარიან, უწყვეტი-გენერაცია-რეგენერაციის პროცესში მყოფი სფეროებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვალიფიცირებულ თეორეტიკოსთა პლატფორმები, მათ ავანგარდში მყოფი, რათა უნისონში დისონანსი შეიტანონ პოლიტონურობისთვის და ასე მოჭარბებულ ნარცისულ სინდრომს ებრძოლონ! : ))) წინააღმდეგ შემთხვევაში უდიდესი ალბათობით, განსაკუთრებით ჩვენ ნეგატიურად არაპროგნოზირებად და უთანასწორობით მსუყედ გაჯერებულ ქვეყანაში, რუპორის ფუნქციით ჩამოხმებიან (თუ უკვე არ ხმებიან::) სხვადასხვა სახის არ გაგიკვირდებათ და მარგინალური სისტემები თავისი ბიუროკრატიებით.
მეორე საკითხია, ვინ უნდა შეაფასოს თუ გააკონტროლოს და დააკლასიფიციროს „კრიტიკოს-ანალიზატორის“ მოსაზრებები, რეცენზიები, პუბლიკაციები თუ ნებისმიერი ეპისტოლარული ჟანრის ნამუშევარი... დააკლასიფიციროს : ))) რომელი კარგია და რომელი ნაკლებად კარგი ან ცუდი და რომელია ‘პროფესიონალური’, ან თუნდაც ‘დილეტანტური’, თუმცაღა, არც ახლა გაგიკვირდებათ და ეს საკითხი ზედმიწევნით რელატიური კატეგორიისაა და მაშასადამე ვერავინ ეყოლება მაკონტროლებელი., კონკრეტული სუბიექტის(სფეროს კვალიფიცირებული ინდივიდის მიერ) კრიტიკას.. ვერავინ დააკორექტირ-დაარედაქტირებს, რადგან ანალიზი იმდენადვეა მკვლევარ-შემფასებლის ცალსახად ლეგიტიმური პრეროგატივა ;), როგორც პოეტის მხრიდან ლექსის შეთხზვა; მხატვრისგან ‘გენიალური ტილოს’ შექმნა; რეჟისორისგან ოპერის დადგმა და ა.შ. და ა.შ. თუ, მაინცდამაინც ჩემთვის ზედმეტად პროფანულ(ანუ ტრივიალურს) არგუმენტს მოიშველიებს ვინმე ’შემოქმედი’(შემოქმედი-აქაც პირობითია);) )) :რომ ჩემ ნამუშევარზე ეს შეფასება არასწორია და ჩემი თვალით დაინახეო:, აი, მაშინ კი ერთმნიშვნელოვნად ცდება, რადგან კრიტიკოსის ‘შეფასება’ დამოუკიდებლად, და ბუკვალურად, სრულიად ცალკე ნამუშევარია, ფაქტობრივად შემოქმედებითი პროცესი. კრიტიკოს-მკვლევრის ანალიზი კონკრეტულ ნაწარმოებზე, ან ნაწარმზე, მის გარე ფაქტორებსა და პარალელურ თუ დიაკრიტიკულ ნიშნებზე, აბსოლუტურად დამოუკიდებელი-თავისუფალი და სინგულარულია. აბსურდიც კი „რაიმეს“ წინაპირობაა, ყოველი აზრი, გნებავთ ქმედება, „რაიმედან“ ამოზრდილი, პროვოცირებულია. ამიტომ კრიტიციზმი უნდა განიხილებოდეს, როგორც დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი... სხვადასხვა სფეროსთან ავანგარდში მყოფი, როგორც მასტიმულირებელ-მაცოცხლებელი.
...კიდევ, არ’ დაგვავიწყდეს, რომ #უილიამ შექსპირის ყველასთვის მეტნაკლებად ნაცნობი „ჰამლეტის“ ლიტერატურული პირველწყარო კიდის „ჰამლეტია“, რომელიც ბუკვალურად და ირიბად თავად უილიამის პიესის იდენტიფიკაციაზე ვერანაირ პრევალირებას ახდენს! ;)
მაშასადამე გვახსოვდეს, კრიტიციზმის ეტიმოლოგია მრავალკონოტაციური და მეტად მრავალფუნქციურია საზოგადოებრივი ფორმირების პროცესში და მის შემდეგ...!
*ტექსტში გამოყენებული არცერთი ფრაზა არ წარმოადგენს არაფრის ღია ან ფარულ კომპილაციას..
No comments:
Post a Comment