Monday, 6 December 2021

პათეტიკისა და სიყალბის მორიგი „რიმეიქი“

 


რეჟისურა და სამსახიობო ხელოვნება არის ზედმიწევნით სპეციფიკური საშემსრულებლო აქტი, ამდენად, თავის მხრივ უნიკალურობის კონოტაციასაც დელიკატურად მოიცავს... მე ვფიქრობ, თუკი ბუნებრივი უნარი არ გაქვს რეჟისურის ენიგმატურ ლაბირინთებს შეეჭიდო, ან კიდევ სამსახიობო ოსტატობის პრეციოზულობას ფეხი აუწყო ჰაეროვნად თან ბრუტალურად... ან კიდევ, თუ მაყურებლის ნერვს არ აატოკებს არცერთი წამით საშემსრულებლო აქტი - რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივი, კონვენციური ნამოქმედარი, არ გააცინებს მაყურებელს და არც აატირებს, ან კიდევ, ჰედონიზმს (თუნდაც, მინიმალური დოზით!) არ გამოიწვევს... ფაქტობრივად, როცა რამენაირი რეაქციის პროვოცირების წარმოშობა არ მოხდება, მაშინხელოვნების კეთების აუცილებლობადიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა! (ჩემი აზრით).

სამწუხაროდ, ვერც ახალგაზრდა თაობის რეჟისორების უმრავლესობა გაექცა - მანერულობას; პათეტიკასა და არასწორ ინტონაციურ ჟღერადობას, აგერ უკვე მრავალი წელია რომ არსებობს ქართულ თეატრში!..


ჩემი დაკვირვებით, ცუდ რეჟისორს ძალუძს (პირობითად ავიღოთ:) კარგი მსახიობის დევალვირება საშემსრულებლო ნაწარმოებით და პირიქით, კარგ რეჟისორს აუღელვებლად შეუძლია ცუდ მსახიობს ნაკლებად გამაღიზიანებელ რაკურსში შეუქმნას ნიღაბი და ეს მაყურებელმა აიტანოს.


მაგრამ, არსებობენმესამე კატეგორიისმსახიობებიც, რომელთა მადლცხებულნიჭიერებას“ „კარგი რეჟისორობისძალმომრეობაც ვერ უშველის, სამწუხაროდ!

შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა ჰენრიკ იბსენის დრამაჰედა გაბლერიწარუდგინა მაყურებელს. მხატვარი-ბარბარა ასლამაზი; მუსიკალური გამფორმებელი-თათა პოპიაშვილი; ტექსტის ადაპტაციის ავტორი-გურამ ღონღაძე.

რასაკვირველია, არ მოვყვები ბელეტრისტიკას იმის შესახებ, თუ ვინ, რა დროს, რამდენჯერ განახორციელა ზემო ხსენებული პიესის სცენური და ეკრანული ადაპტაცია. არც შინაარსის ქრონოლოგიურ წყებას მოვყვები - პერსონაჟების დახასიათებებითა და სხვა, რადგან, მგონია
რომ ეს სულ არაა კრიტიკის ცენტრალური ფუნქცია-ვალდებულება. პირიქით, შინაარსის მშრალი თხრობა, არათუ მოსაწყენი და აუტანელია თანამედროვე მკითხველისთვის, ამავე დროს მსუყე ანაქრონიზმიცაა



მცირე სინოფსისით კი, ჩვენ ფოკუსში ამჟამად მოქცეული იბსენის პიესა - „ჰედა გაბლერიფსიქოლოგიურად არალინეარულ, გაუწონასწორებელ, ფატალურ და ცბიერ ქალზეა, რომელიც მანიპულირებს რამდენიმე კაცის ცხოვრებაზე...


ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმულ ვერსიაში, ფაქტობრივად, ყველა ხასიათი, შტრიხი, მიზანსცენა ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ბურუსშია გახვეული. მაყურებლამდე, პრაქტიკულად ვერცერთ გმირს ვერ მოაქვს სპექტაკლის ფუნდამენტური იდეა, პრობლემატიკა და არსი. მათ შორის, ცენტრალური ფიგურის ჰედა გაბლერისკარდიოგრამაცუმოტივოდ არის ნაჩვენები. თუკი, ჰედა მიზანმიმართულად ინერტული და გააზრებულად ქედმაღალია, ეს არ ჩანს! განიცდის და ესმის თავისი გმირის ვნებათაღელვის პერიპეტიებს?! არც ეს ჩანს. უმეტესად, სცენიდან გვესმის დაუფარავი პათეტიკა, რომელმაც მე, როგორც რიგით მაყურებელს დიდი უხერხულობა მაგრძნობინა და სხვა არაფერი. ასევე, გვესმის დისონანსური ინტონაციური ჟღერადობა მსახიობების პერიოდული არტიკულირებისას, რომელიც არაა მაყურებლის ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან აშკარა პათეტიკა ნარევი ინტონაციებია და მაყურებელი აქაც ინერტულია, იმიტომ რომ, ვერაფერს ცნობს!


სწორ ინტონირებას საშემსრულებლო-დრამატულ ხელოვნებაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს, როცა მოქმედი გმირები {დინამიკურ და ტონურ მახვილებს} არასწორ რეგისტრში სვამენ, ხოლო რეჟისორი - ამგვარი სახით გვთავაზობს ლინგვისტურ ჟღერადობას, ჩემი მოსაზრებით, იქ ამბის კონკრეტულიინტენსიურისათქმელის ფრუსტრირებული დეკონსტრუირება გარდაუვალია!


ამ დროს, დიდწილად საშემსრულებლო აქტი დისბალანსური ვექტორისკენ მიემართება და იკარგება ამბის მთავარი არსი, ამოცანა და წამოჭრილი პრობლემატიკის მნიშვნელოვნება...
მაშინ როცა, ფუნდამენტური ნარატივის პრეზენტირებას ყოველი დეტალი, რეკვიზიტი, მუსიკალური აკომპანირება, ცალკეული პერსონაჟების მიზანსცენები უნდა (უხეშად რომ ვთქვა!) ემსახურებოდეს!..

თეა ელსტვედის გმირს (ლელა ახალაია) აკლია სიმტკიცე სათქმელის გამოხატვის თვალსაზრისით, ზუსტად ისე, როგორც დანარჩენ მოქმედ პერსონაჟებს: იქნება ეს, ასესორი ბრაკი (მალხაზ ქვრივიშვილი); მწერალი აილერტ ლევბორგი (ლაშა ჯუხარაშვილი); თუ დარეჯან ხარშილაძის (მამიდა იულია) ეპიზოდური როლი სპექტაკლის დასაწყისში - გადაჭარბებული პათეტიკა, რომ ფარავს მისი გმირის სათქმელის სიღრმეს!


ფაქტობრივად, თითქმის ყველა ფლეგმატურია ინდივიდუალური ამოცანის წარმოჩენისა და განხორციელების გზაზე...


რაც შეეხება, ჰედა გაბლერს, რომელიც ერთგვარი მამოძრავებელი ღერძი უნდა ყოფილიყო დრამის სტრუქტურული ნაწილის, მით უფრო, როცა საუბარია ტრადიციული კონფიგურაციის მქონე დრამატულ წარმოდგენაზე, როდესაც პერსონაჟი უნდა იყოს არაშუამავალი“ - ერთგვარი გამტარი მედიუმი, არამედ თავად პირველ პირში უნდა რეფლექსირებდეს თავისი პერსონის ირგვლივ წარმოქმნილ ამბავს. ვინაიდან ესგმირიახლა თავად არის, და არა ხაზგასმითვიღაც სხვა“.    


მსგავს მომენტში სიცხადე აუცილებელია - „სათქმელისმაყურებლამდე (ჩვენამდე) მოტანის პროცესში, ამბის დაწყების წამიდან - დასასრულამდე.


ია სუხიტაშვილის ჰედასაც აკლია სიმყარე, გაბედულება, ის ცინიკური და აროგანტული პათოსი ჟესტიკულაციასა და ვერბალურ ასპექტში, როგორც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. (ამის მცდელობებია მხოლოდ იონქრად გამოკვეთილი!)
ჰედა გაბლერის ქმარი იორგენ ტესმანი (ბაჩო ჩაჩიბაია), სხვებთან შედარებით ოპტიმალურად ირგებს გმირის სამყაროს, რადგან, ჩანს რომ, მას ესმის იმ კონკრეტული ინდივიდისადმი (რომელსაც ასრულებს) განკუთვნილი ფუნქცია-ხასიათი-შინაგანი მდგომარეობა და შემდეგ ახდენს ამ მდგომარეობისა და მსოფლმხედველობრივი პლასტის ადეკვატურ დემონსტრირებას სხვა გმირებთან პაექრობისა და თანაარსებობის პროცესში.


ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ, სახელდობრ, არა-პოსტ-დრამატულ კონფიგურაციაში დასახული ამოცანის მკაფიოობა, რომ მაყურებელი არ დარჩეს გასაოცრად ინერტულ კონდიციაში პარტერიდან გასვლის შემდეგ... თუმცაღა, ამ მიზანსაც {გასაოცარი ინერტულობის} მიღწევასაც შესაძლოა ისახავდეს შემოქმედებითი გუნდი აბსოლუტურად უნებლიეთ.  

 

„სირანო უნდა მოკვდეს“ - ახალ თეატრში

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალ...