Wednesday, 20 March 2024

მინიატურა

 სინოფსისი: უმთავრესად, დიდი მადლობა ჩემი ბლოგის მკითხველს, კი არა და, "მკითხველებს", რომლებიც უძვირფასესი დროის ამხელა ნაწილს ჩემი ბლოგის კითხვას უთმობთ. ამისთვის მადლიერებას გამოვხატავ, მით უფრო, რომ ბლოგის მიზანი ბანალური და მომაბეზრებელი "პოპულარობა" სულაც არ არის(!) და ამის ფონზე, ამ ტიპის ბლოგის კითხვის ინტენსივობისთვის ამხელა დროის დათმობა, ნამდვილად დასაფასებელია ჩემი მხრიდან, როგორც ავტორის მხრიდან. ნოველა, ან თუ გნებავთ, მინიატურა მცირე რეფლექსიაა აბსტრაქტულ და თან ძალიან რეალისტურ ჟანრში:





Edvard Munch - ASHES (1894)

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავი "მხატვარი" ეგონა, საკუთარი "ნახატის" მორიგი "რეპრეზენტაციისთვის" ემზადებოდა. ემზადებოდა დიდი ემოციით, ნერვიული დაძაბულობით, გაურკვევლის მოლოდინის შიშით. მას "ნახატის" შექმნის გზაზე ბოჭავდა უამრავი ბორკილი და ადიქციური მდგომარეობა. ადიქცია ძირითადად ერთი ასაკოვანი ქალისადმი ჰქონდა წლების მანძილზე, რომელიც დედასავით უვლიდა და მისგან თავს ვერაფრით ითავისუფლებდა, რადგან ამის ძალა, უნარი და რესურსი არ შესწევდა. ზედმეტად კომპლექსებით დახუნძლული, უკიდურესად მშიშარა იყო სინამდვილეში ახალგაზრდა კაცი, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანდა. ასაკოვანი ქალისგან გათავისუფლება ახალგაზრდა კაცს მხოლოდ გარკვეული მომენტის შემდეგ მოუნდა, მანამდე, სავარაუდოდ ამაზე არც უფიქრია, რადგან, ის ხომ "თბილ საბუდარში", ვით ქათმის წიწილა ისე გრძნობდა თავს, რომელსაც თავზე ხელს უსვამდნენ და "ნახატებზე" სულ აქებდა უახლოესი გარემოცვა უძვირფასესი და რაც მთავარია, აქებდა ეს ტკბილი ქალი უძვირფასესი. (განსაკუთრებით მწვავედ ვეღარ ხვდებოდა ბოლო ხუთი წელი, ეს ქალი მისთვის დედა იყო, ცოლი, დეიდა, ბებია თუ ერთგული მეგობარი მესაიდუმლე!) რაც უფრო ახლოვდებოდა "ნახატის" გასაჯაროების დრო, მით უფრო ღელავდა ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, რადგან ეგონა, რომ მისი "ნახატის" დასათვალიერებლად აუცილებლად მოვიდოდა ერთი ადამიანი, რომელსაც პირადად არ იცნობდა, მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენები ჰქონდა მასზე. მიახლოებითი წარმოდგენების გამო, რომელიც რუდიმენტშივე მცდარი ხდომილობაა, ეს კაცი ვერ ხვდებოდა, რომ ამ ადამიანს მისი "ნახატები" დიდი ხანია აღარ აინტერესებდა, და რომ ირაციონალური ოცნებები ნატანჯ/მძიმე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს ვეღარ უშველიდა, ვერც კონვულსიური ჭმუნვები უშველიდა. ინტერესი გაუქრა მისი "ნახატებისადმი" იმ ადამიანს, ისე გაუქრა, როგორც "ფერფლი" უჩინარდება ხოლმე.      

 update: სამწუხაროა და საბრალო, რადგან, იმასაც ვერაფრით ხვდება რომ აქედანაც (ევფემიზმით) დაახვიოს საბოლოოდ! ვითომ ბლოგს კითხულობს სიმულანტობით! (ლოოოლ)

No comments:

Post a Comment

„სირანო უნდა მოკვდეს“ - ახალ თეატრში

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალ...