Thursday, 13 February 2020

თეო ანგელოპულოსის „მტირალა მდელო“



თეო ანგელოპულოსის „მტირალა მდელო“



2004 წელს ბერძენი წარმოშობის, გამორჩეული კონცეპტუალური ხელწერისა და მკვეთრად გამოხატული ფილოსოფიურ-ინტელექტუალური ესთეტიკის მქონე რეჟისორი თეო ანგელოპულოსი(Theodoros Angelopoulos), ტრადიციულად თავისი ფილმების სცენარის თანაავტორი, ტრილოგიის: („ტრილოგიის“ მესამე ფილმით დასრულება არ დასცალდა, სამწუხაროდ!) პირველ ფილმს იღებს სახელწოდებით „მტირალა მდელო“(Trilogy: The Weeping Meadow )... რომელიც ამავე წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „ოქროს

 დათვის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.       



ისტორიულ-დრამატული (ფილმის) სიუჟეტის „პროლოგი“ იწყება 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო სრულდება „ამბავი” 1949 წლის ბერძნული “სამოქალაქო ომის” ტრაგიკული რეზულტატით. თავდაპირველად ოდესიდან („წითელ არმიას“ გამოქცეული.) ლტოლვილი ბერძნების მცირე ჯგუფი ჩნდება, რომლებიც თესალონიკის მახლობელ ტერიტორიაზე დააფუძნებენ საკუთარ ლოკალურ დასახლებას.   ამ ადამიანებს შორის ახლო ხედით, გარკვევით კეთდება აქცენტი ორ პატარა ბავშვზე: ალექსსა და ელენიზე, რომელთა მოქმედების ქრონოლოგია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნარატივად იქცევა ისტორიულ და სოციალურ კონტექსტთან ერთად ანგელოპულოსის ტრილოგიის ამ კონკრეტულ  ფილმში.   ელენი (Alexandra Aidini/ალექსანდრა აიდინი) და ალექსი (Nikos Poursanidis/ნიკოს პოურსანიდისი) ერთად იზრდებიან, ელენი ობოლია და მისი „პატრონობის“ პასუხისმგებლობას ალექსის მშობლები იტვირთავენ. ბავშვებს ერთმანეთი უყვარდებათ., თუმცა ალექსის მშობლების (უმთავრესად მამის!) ავადმყოფური განზრახვა-(ძალადობრივად ელენის მამინაცვალზე დაქორწინება.) ხელი შეუშალონ მათ ერთად ყოფნას, შეარყიონ და  სრულად აღმოფხვრან თავისთავად და აბსოლუტურად ბუნებრივად აღმოცენებული „გრძნობის“ ფუნდამენტები, შეყვარებული წყვილის  ისტორიას სევდიან და ტრაგიკულ ამბად აქცევს... 

 მთავარი გმირების ტრაგედია იწყება პატარაობიდანვე დისკრიმინაციული მიდგომებით ოჯახის წევრების და იმ სოციუმის მხრიდან, რომელთანაც უწევდათ ცხოვრება და აღზრდა... (რეჟისორს აინტერესებს და იკვლევს ბავშვთა უფლებებს, მათზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობრივ ფაქტებს და ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე რეფლექსიისკენ უბიძგებს მსოფლიო მაყურებელს! „Landscape in the Mist-პეიზაჟი ნისლში“;1988წელი.)  აღსანიშნავია 13 წლის ასაკში გაჩენილი „ტყუპების“ გაშვილების ასევე დისკრიმინაციული ფაქტი, რომლებსაც უკვე გაზრდილებს შეხვდებიან ალექსი და ელენი! მათი ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვა, პიროვნული არჩევნისა და „თავისუფალი ნების“, როგორ ფილოსოფიურ-მორალური ნებელობის კატეგორიის - დისკრედიტაციის მცდელობის არაერთი მაგალითი... რომ არაფერი ვთქვათ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, ერთგვარი მოჩვენებითი „რეაბილიტაციის“ პირობებში აღმოცენებულ მეინსტრიმულ პერიოდზე, როცა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად არასტაბილური და მუდმივად არასაიმედო იყო!  გარკვეული პერიოდი, გაბატონებულ რელატივისტურ(„რელატივიზმი“ ანგელოპულოსის  ფილმების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივია!) ‘შემოთავაზებებს’ ბოლო მოუღო ორივე მთავარმა გმირმა და „მოშორდნენ სრულიად მარგინალურ გარემოს“!!    ალექსი და ელენი, გარკვეულწილად უძლებენ და ერთად უმკლავდებიან რთული ცხოვრების შავ-თეთრ და ‘ჭკუის შეშლამდე’ სტატიკური არსებობის  მკაცრ „პირობებს“... გაიბრძოლებენ, ერთხელ, კიდევ ერთხელ, ორჯერ და მეტჯერ, თუმცა საბოლოოდ მაინც დაკანონებული წეს-წყობილება, მომავალი(მორიგი) ომის ‘პერსპექტივა’ შლის მათ ერთობას/ბრძოლას ცხოვრებასთან და ტრაგიკულ ყოფას წერტილს უსვამს... და თან იმდენად მკვეთრად, რომ არსაიდან ჩანს, (არ იგრძნობა), არა თუ მათი შთამომავლობის ცხოვრების სამომავლო პერსპექტივა, არამედ  მათ შემდგომ მომავალი თაობების საიმედოდ რაიმე ნაპერწკალი... ომი, რომელიც  რეალურად არანაირ ‘რენტაბელურ’ შედეგს არ ჰპირდება ცოცხალ ადამიანს,  

                              

 დაუსრულებელი ტანჯვის, უახლოესი ადამიანების დაკარგვის, ახალგაზრდა სიცოცხლეების მოსპობის პერსპექტივის გარდა, უხეშად, რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არანაირ „სამომავლო ინვესტიციას“ არ გვთავაზობს ცრემლების  სანაცვლოდ... გამუდმებით მხოლოდ და მხოლოდ ახალ თაობებს გვაკარგვინებს და ახალგაზრდა/თუ ასაკოვან ქალებს აქვრივებს!!!

თეო ანგელოპულოსის ეს ფილმი,(და არა მარტო ეს!) ერთთავად მოგვაგონებს კონკრეტული მხატვრული მიმდინარეობის „ფერწერულ სიუჟეტს“, როგორც კადრირების თვალსაზრისით, ამავე დროს მოქმედი პერსონაჟების ვიზუალურ-ესთეტური აქცენტებით თუ ბინარული სახეებით-ახალგაზრდა წყვილისა და სხვა დანარჩენის სახით...
 



„მტირალა მდელო“-ს სცენების იდეურ-ესთეტური პალიტრა ერთგვარად გადაძახილია(ჩემივე მოსაზრებით) მხატვრობაში, რომანტიზმის ეპოქის მიწურულს და რეალიზმის საწყისში განვითარებული ფრანგი ფერმწერის გუსტავ კურბეს შემოქმედებასთან, მის კონცეპტუალურ პანორამებთან-ნამდვილობისა და ნატურალიზმის გამოხატვის თვალსაზრისით...! 

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე კარდინალურ მხარეს ამ ფილმში, ეს გახლავთ მუსიკა...  ელენი კარაინდროუს(Eleni Karaindrou) ღვთიური, აბსოლუტურად ტრანსცენდენტურიც კი, მე ვიტყოდი, მუსიკალური აკომპანიმენტი, რომელიც უდიდეს ჰარმონიულ „მელოსად“ ჟღერდება მთლიან ფილმში პერიოდულად, სხვადასხვა შრეებში და არაერთგვაროვან რეგისტრებში...  
ანგელოპულოსის კინემატოგრაფიულ გზაზე ერთგული თანამოაზრე კომპოზიტორის მუსიკალური კომპოზიციის პარტიტურა - მთლიანი ფილმის დრამატულ ხაზს ერთმნიშვნელოვნად მიმზიდველს ხდის და ‘უნივერსალური’ და არა კონკრეტული სახელდების - თეატრის ატმოსფეროს ქმნის ბერძენი რეჟისორის შემოქმედებაში! ხოლო, მოქმედი გმირების ვიზუალურ-შინაარსობრივი დინამიკა მეოცე საუკუნის ავთენტური გარემოს შემქმნელია, და თუ გადავიაზრებთ გარკვეულ, ძირეულ(მე ვიტყოდი) რუდიმენტებს, რასაც ანგელოპულოსი გვიყვება ამ ფილმით 2004 წელს, 2020 წელსაც არაა არა-ავთენტური, არამედ ზედმიწევნით ავთენტურიც კი, პრობლემატიკით, ჰიბრიდულ-პროპაგანდისტული თუ “მოსალოდნელი“ (ბუკვალურად) ომის  საშინელებებით, დაუცველობისა და ნიჰილიზმის განცდებით... მხოლოდ  ტრანსფორმაცია განიცადა „სტილმა“; პრობლემატიკის გამოხატვის ტექნიკებმა და საყოველთაო პრობლემებთან ბრძოლის მეთოდებმა!



*ფოტოები ამოღებულია საიტიდან: www.alamy.com





Monday, 13 January 2020


    უილიამ შექსპირის პიესაში „რომეო და ჯულიეტა“ სასწორის პინაზე მობარბაცე ურთიერთობის ძაფები, თუ ბუნებრივად აღმოცენებული კავშირის მარადიული პოსტულატი(?)





კურთხეულ ადგილას, „ეივონის სტრეტფორდში“ დაბადებული - ყველა ეპოქის ხელოვნების კვინტესენცია უილიამ შექსპირი, მისი ცხოვრება, ავტობიოგრაფიული ნიუანსები, ეპისტოლარული საგანძური: (37 პიესა, 154 სონეტი, 2 ეპიკური პოემა.) დღემდე და დღეის მერეც, ეჭვგარეშეა არაერთი შექსპიროლოგის, ლიტერატორის, მთარგმნელ-მკვლევრების, მოყვარულების, მეცნიერების, თუ მრავალი ინდივიდის გამუდმებული ინტერესის ეპიცენტრად იარსებებს და ამასთანავე შექსპირული მულტიკულტურალიზმი არ გაუფერულდება არასდროს, მომავალ ეპოქებშიც, თუკი კაცობრიობას ესქატოლოგიური სცენარით დასასრული არ მოგველის..

ჩემთვის, გარკვეული თვალსაზრისით შექსპირის მკვლევრების ჰიპოთეზები, ზოგჯერ კი აზრს მოკლებული, ჰომეროსული ხარხარის მსგავსად სიცილამდე ალოგიკური, შექსპირის პიროვნების საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების დასმა და მისი ტრაგედიების, კომედიების, ისტორიული ქრონიკების თუ სონეტების კუთვნილების სკეპტიკურ ჭრილში დისკურსი არაარგუმენტირებულია, მაშასადამე, ანულირებულიც...! ვინაიდან, დღევანდელი მოცემულობებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, ისტორიულ-კულტურულ-გეოგრაფიული თვალსაზრისებით ვერავინ დაადასტურებს უილიამის კვინტესენციურ ქმნილებათა ნეგაციას!
შესაბამისად, ჰიპოტეტიური მსჯელობის მოყვარულების „კოლორატურა“ ჩემს ყურში მოისმის, როგორც აგონიით უკმაყოფილო ჟღერადობის, გაბმული, შემაწუხებლად დისონანსური ვოკალური კომბინაციის მცდელობად.
...და რასაკვირველია, თუ ამავე კატეგორიით აღვიქვამ უილიამის, ერთ-ერთ და თითქოს ყველასთვის „მშობლიური“ ტრაგედიის - „რომეო და ჯულიეტას“ ირგვლივ მოსაზრებების კრებულს. გამოვყოთ ერთი მათგანი:
„ამ ვნებას აყოლილ მოზარდებს, რომ სამ დღეზე მეტ ხანს ეცოცხლათ ერთმანეთზე შეყვარებულებს, ეს ასე და ასე იქნებოდაო-მრავალგვარი ვარიაციებით“ და ბევრი ბლა-ბლა.)

ცხადია, ყველანაირ აზრს არსებობის ლეგიტიმაცია გააჩნია,  ისევე როგორც, იმავე ვარაუდების მიღება-არ მიღების ლეგიტიმაციაც ყველას თავისუფალი არჩევანია და გარკვეული ქრონოტოპოსის შესაძლებლობის არეალი.



მოზარდ ასაკში მყოფმა რომეომ და ჯულიეტამ ერთად გადალახეს გვაროვნული იერარქიებით გამოწვეული უთანასწორობა, სიძულვილის ენა, პრეისტორიული დროიდან წარმოქმნილი დისკრიმინაციული სოციო-კულტურული წინააღმდეგობანი, ერთგვარად ატავისტური პარადიგმები-გადმონაშთების სახით, მაგალითად; დიდგვაროვანნი, რომ მისსავე ტოლ-სწორს უნდა შეაუღლონ ძალდატანებით და არა საკუთარი სურვილით. ცალკე საკითხია პიესაში მშობლების მხრიდან ასაკობრივი დისკრიმინაციის პირობებში, შვილის დაოჯახების დანაშაულებრივი ორგანიზება და არაზრდასრულზე ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ძალადობის სურათები... 
შექსპირი უილიამი ბრწყინვალედ ახდენს უთანასწორობის - ჩაგვრის თვალსაზრისით ფაქტის კონსტატაციას ჯულიეტასა და მამამისის  მაგალითზე; პოტენციური მოძალადე მშობლის ტიპაჟის ღია ლუსტრაციით: კაპულეტი ჯულიეტას:       
  „...შენ მოამზადე მოხდენილი ფეხები შენი,
რომ ამ ხუთშაბათს გრაფ პარისთან ერთად წახვიდე
პეტრეს ტაძარში საქორწინოდ, თორემ იცოდე,
ხელით მიგათრევ მე იქამდე. ახლა გამშორდი..."

 (აქ და ყველგან თარგმანი ვ. ჭელიძისა.)


სადაც, ჯულიეტა საბოლოოდ ძალადობის უარმყოფელი, მონური მორჩილების მოწინააღმდეგე, მტკიცე „არას“ მთქმელი, საკუთარი პოზიციის და გრძნობის(სიყვარულის) თავგანწირული დამცველი-აპოლოგეტია!!! (რომლის მსგავსი პერსონაჟები დრამატურგიის თუ სახელდობრ, თავად უილიამის დიდი დრამატურგიული დიაპაზონის იდუმალ სამყაროშიც მრავლად გვხვდება, მაგ,. ოფელიას, კორდელიას, კატარინას, იმოჯინის პროტაგონისტი - ჰეროიკული პათოსით გაჟღენთილი ქალების ხატებში.)

...რომეოს მოქმედების ქრონოლოგია და კარდიოგრამაც, ფაქტობრივად ჯულიეტას (იდენტურად) კვალდაკვალ გასააზრებელია. მეგობრობის იდეის ერთგული, ჰუმანური მსოფლაღქმის,
რომეო ტიბალტს: 
„...არა, აზრადაც არ მომსვლია შეურაცხყოფა,
                                                 შენ ამას ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ,                                             ვიდრემდე მიზეზს გაიგებდე სიყვარულისას,
        ახლა დამშვიდდი, საყვარელო კაპულეტ,
                 რომელ სახელსაც, ვით ჩემ სახელს, ალერსით ვამბობ.“




აბსოლუტურად უშიშარი-გაბედული რომეო, საბოლოოდ საკუთარი სიყვარულისთვის თავგანწირულ გმირად ყალიბდება... სამწუხარო გარემოებების „უნებლიე მცდარობის“ შედეგად!.. ვგულისხმობთ, ლორენცოს მიერ, ბერ იოანეს ხელით წარგზავნილი წერილის რომეომდე ვერ მიღწევის საბედისწერო მომენტს!
აღსანიშნავი ფაქტია, რომეო, ვიდრე ჯულიეტას შეხვდებოდა, ვინმე როზალინას „ეტრფოდა“:
                              რომეო ბენვოლიოს: „...ჩემს მშვენებაზე უკეთესი,
                                                                     ჯერ ქვეყანაზე, ყოვლის მხილველ მზეს
                                                                     არ უნახავს იმისი მსგავსი.“

...და რა წამს ხედავს კაპულეტების სახლში ჯულიეტას,
რომეო იტყვის:
 „მისმა კაშკაშმა ჩირაღდნებსაც წაართვა ძალა;                                                                                
ტოლი არა ჰყავს ქვეყანაზე, მარტოა ცალად...                                                                                     ...ცეკვას მორჩება და მეც მასთან გავჩნდები ჩქარა,
ნეტარებისთვის მისი ხელის შეხებაც კმარა.    
ჩემს თვალს აროდეს არ უხილავს სიტურფე მსგავსი,
არც ჰყვარებია გულს არავინ ასე ძვირფასი.“

  როზალინას „ხატება“, თუკი ამგვარი საერთოდ არსებობდა: მომენტალურად იფერფლება და ქრება მისი გონებიდან! აი, სწორედ „აქ“ და ადეკვატურად „აქ“ უნდა აღინიშნოს დროებითი გატაცების ფაქტი და დროებით ვნებას აყოლილი მოზარდის ფსიქო-ფიზიკური, ილუზორული მდგომარეობა. გნებავთ ახლა, როგორც მანამდე არასდროს ფეხმოკიდებულ ‘ფემინისტური დისკურსის’ რელსებზე თუ გადავალ, (თუმცა, თუ ამ დისკურსს მოვაცილებ მაინც ასეა!.) მდედრობითი სქესის მოზარდი, დროებითი, აუცილებლად წარმავალი ვნების კონტექსტში, რომეოზე გაცილებით მყარი და თანმიმდევრულია, ვინაიდან პიესაში კარგად ჩანს, რომ ჯულიეტას არ აქვს აბსტრაჰირებული - „ვინმეზე  დროებით მიჯაჭვის“ მცდელობა სიყვარულის სახელის მოშველიებით, (ვინაიდან ეს არ სჭირდება!) ვიდრე რომეოს შეხვდებოდა... 
    ჯულიეტა: „...იქ გაიფურჩქნა ერთადერთი, პირველი ტრფობა,
                          სად ერთადერთი, საშინელი, ჩვენა გვაქვს მტრობა.
                         ის მეტად ადრე ვნახე, გვიან ვიცანი მეტად,
                         ვაი, წყეულ მტრის სიყვარული მერგო მე ბედად.“
პრაქტიკულად, ჯულიეტა რომეოზე გაცილებით რაციონალური პერსონაჟია, რომლისთვისაც გააზრებულად და კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის ძალმომრეობითი გზებით "ვინმეს" შეყვარება, თუნდაც, "ვინმე" - ძალიან პირობითი-მაღალი წარმომავლობის წარმომადგენლის!!!
ჯულიეტა, ქალბატონ კაპულეტის პარისზე ეტყვის:
                „...ვნახავ, თუ ნახვა კმარა კაცის შესაყვარებლად,
                და თანაც თვალებს ნებას მივცემ, რამდენსაც მეტყვით...“

ნიშანდობლივია, რელიგიური რაკურსით ამ პიესის რეფლექსაცია...!
ბერი ლორენცო შექსპირის ტრაგედიაში საკრალურობის, თეოლოგიური დეფინიციის დეკლარირების მსუყე მაგალითია… უილიამი გვეუბნება, რომ ახალგაზრდების კავშირი, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა და მემკვიდრეობით ნაბოძები გვაროვნული შუღლისა - ღვთის მიერ არ არის უარყოფილი...(!) განსხვავებით ძველი ბერძნული ტრაგედიებისგან, სადაც ღმერთები მოქმედი გმირების ბედისწერას პირდაპირ განსაზღვრავდნენ!.. ბერი ლორენცო, ერთგვარად „შუამავლის“ ფუნქციით  ხელდასხმული, ჰუმანისტურ-საკრალური (ქრისტიანული) იდეოლოგიით შესისხლხორცებული სამღვდელო პირი - მოზარდების შეუღლებას, სწორედაც რომ, მათი კავშირის დაკანონებას კი არ უფრთხის, არამედ ხელშემწყობი და აღმსარებელია...
 ლორენცო რომეოს: „...ახლა დამშვიდდი, გამომყევი, დაუდეგარო,
                                     დაგეხმარებით; შევეცდები, იქნებ როგორმე,
                                     ამ  ჯვარისწერამ ძველი მტრობა ორი გვარისა,
                                     საბედნიეროდ, სიყვარულად გადააქციოს.“
 ფაქტობრივად, შეყვარებულების <ინიციაციის> განმხორციელებელი და ამ საკრალური კავშირის მფარველია.

სკეპტიკოსების აზრით, ყოველთვის უტოპიური და ქილიკამდე წარმოუდგენელი იქნება - ერთი ადამიანის სიკვდილი ავტომატურად იწვევდეს / პროვოცირებდეს (უხეში კონოტაციით) მეორე ადამიანის სიკვდილს! მაგრამ, ამ საკითხის „პერცეფციას“ თუ შეეცდებიან გაიაზრებენ რა, რომ მსგავსი მაგალითები, გნებავთ პოსტულატები არსებულა ისტორიულ-მითოლოგიურ ლაბირინთებში, თუ თანადროულობებში და იარსებებს კიდევ... თუმცა ხანგრძლივი ინტერვალებით რასაკვირველია, ანუ გამონაკლისებით! რადგან, „ეს“ ვერ გახდება ყოველდღიურობის ნაწილი, ან ნორმირებული დოგმა ვერასდროს...! და მერე, არც ჯულიეტას სიტყვები ‘მოეჩვენებათ’ იმავე სკეპტიკოსებს უტოპიურ განზომილებად:  
 
„...ტიბალტის მოკვლა რომ მაცნობეს, რატომ არ მითხრეს,
 რომ მამაშენი, დედაშენი, ანუ ორივე
მიიცვალაო მასთან ერთად; ეს მწუხარება
უფრო ადვილი იქნებოდა, ჩვეულებრივი.
მაგრამ ტიბალტის სიკვდილის შემდეგ იმის გაგება,
რომ გააძევეს, მომაშორეს ჩემი რომეო,
ეს იგივეა, მომკვდარიყოს თუნდ მამა, დედა,
ტიბალტიც მათთან, რომეოცა და ჯულიეტაც...“!..

ილუსტრირება: ფრანკო ძეფირელის ფილმიდან - „რომეო და ჯულიეტა“ (1968)






Saturday, 23 November 2019

ქორეოდრამული აზრთა სიმწყობრე#CarolynCarlson

შვეიცარიელი წარმოშობის  ფსიქოანალიტიკოსის კარლ გუსტავ იუნგის კონცეფციაზე, კერძოდ ნაშრომსინქრონულობისინსპირირებით მსოფლიოში კარგად ცნობილმა  ამერიკელმა ქორეოგრაფმა და პერფორმერმა  ქეროლინ კარლსონმა ფსიქო-ქორეოდრამული  დადგმითსინქრონულობის გზაჯვარედინზეონტოლოგიურ  წიაღსვლებში ამოგზაურა მაყურებელი  - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალსაჩუქრისფარგლებში... 
 
ექვსი უმშვენიერესი და თვალწარმტაცი სხეულის  მქონე ახალგაზრდა მოცეკვავე,. სამი  მამაკაცი და ქალი, რომლებიც  გუსტავ იუნგის ფსიქოანალიზის კონცეფციაზე,  კოლექტიური არაცნობიერისა და არქეტიპების უწონადო ველში  დემონსტრირებენ  ადამიანთა ვნებებს; ანტაგონიზმს; კონფრონტაციასა და სასოწარკვეთას...  როგორც, ვიტალურ ყოფაში ისე ქვეცნობიერ შრეებში მუდმივად არსებული ბარიკადების  შესახებ გვიყვებიან!..  76 წლის  ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული ხელწერა, ქალაქ ვუპერტალში მოქმედი პინა ბაუშის სახელობის ქორეოგრაფიული თეატრის გავლენას გამომსახველობით-კონცეპტუალური ფორმებით  ცალსახად განიცდის...       ექვსი ცხადად თვალწარმტაცი  სხეული (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან!)  სინქრონულობის გზაჯვარედინზე დგას  დინამიზმითა და ასინქრონულობით.. სხვადასხვანაირ მუსიკალურ კომპოზიციათა აკომპანირება წყვილ-წყვილად, ხან კი  ჯგუფურად შეთანხმებული  მოცეკვავეების ქორეოგრაფიულ ფრაგმენტებს სუქცესიურად(თანმიმდევრულად) თან ახლავს და კიდევ მეტ შთაბეჭდილებათა სიღრმეს კვეთს მაყურებლის წარმოდგენებში!..     სცენის მეპატრონე, მოქმედი გმირები საკუთარი სხეულების ელასტიკურობის პარალელურად, ერთთავად  ითვისებენ და საკუთარ  სხეულებთან სრულ ადაპტაციაში მოჰყავთ -  სცენის რეკვიზიტად  წარმოდგენილი დეტალები: სკამების, მაგიდისა და მოძრავი კარის სახით.

 ...სცენის სიღრმეში  განთავსებულია წითელი ფერის კარი, რომელიც ფსიქო-ქორეო-დრამული კომპოზიციის გენიალურ კონცეპტს წარმოადგენს, ჩემივე მოსაზრებით!.. „წითელი კარი“, რომელიც ერთგვარმედიუმს’-დამაკავშირებელ მაგისტრალს ქმნის სცენის მოქმედებებსა და სცენის ნაპირზე ფიქსირებულ ვიდეო-პროექციას შორის... ცნობიერისა და ქვეცნობიერის გზაჯვარედინი---აი, რა არის დიდებული ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული იდეოლოგიის მანიფესტი.   ონტოლოგიური ვნებანი პროეცირებული ჩვენსავე ქვეცნობიერში... გონებრივ კონსტრუქციებში მოტივტივე აზრთა მდინარების რეგენერაცია და დეკონსტრუქცია... აღმოცენება  და თან  უპირობო რღვევა!!!     ხორციელი სურვილებისგან  სიგიჟემდე მისული ცოცხალი  სხეულები და მომენტალურად, ნირვანის კონდიციაში  ჩავარდნილი-ნეტარების გამომსახველი პასაჟური  ქორეოგრაფიული სცენები!

 ერთმიშვნელოვნად თვალშისაცემი  ეპილოგი ჰქონდა მთელს ქორეოგრაფიულ ლაბირინთს... ვიდეო-პროექციაზე  გამოსახული  მამაკაცი და (სცენაზე) მიწაზე მერყევად მდგარი  ქალი, რომელიც წითელ კარს აღებს, ენიგმატურად  უჩინარდება ჩვენი თალთახედვიდან(...), და ხვდება  ქვეცნობიერში წარმოსახულ ტიპაჟს-მამაკაცისას, განუმეორებელ და თავისეულ სუბსტანციას!! - ისევე, როგორც  ყოველი ინდივიდის ეგო, დიდი კოლიზიების შემდეგ., მაინც და ეჭვგარეშედ გაერთიანდება საკუთარ სუბიექტურ-პერფექციონისტულ საწყისთან!!!

 

 

 


ბერსერკების 8 საათიანი მისტერია

  „ბერსერკებთან: შინ“ 8 საათიანი უწყვეტი კვლევითი-ლაბორატორიაა, რომელსაც რეჟისორმა და დრამატურგმა - გიორგი ჯამბურიამ სინოფსისში <ღია ლაბო...