Friday, 25 September 2020

ახალგაზრდების მანიფესტი ნაფტალინის სურნელში მოლივლივეებს

 


2020 წლის 8 აგვისტოს, თეატრალური უნივერსიტეტის(მეორე კორპუსის) ეზოში დრამატურგისა და თეატრმცოდნის თაკო შუკაკიძის ორგანიზებით გამართული ოთხდღიანი(7-8-9-10) ფესტივალისლიტერატურა სოლიდარობისთვისფარგლებში,  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: დავით თარბამ და ქეთევან სამხარაძემ წარმოადგინეს თვითმყოფადი ხელწერა, ფორმით და შინაარსით - „შტამპი“-პოსტების კითხვა 48 წუთში.  დიახ, არ გავათამამებ არავის და ვიტყვი, რომ მათი ხმა, სამეტყველო ენა და კონტექსტუალური სტილი მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუმის მქონეა.  ვიდრე აღნიშნულშტამპსსახელდობრ განვიხილავ, მანამდე ვიტყვი თავად ფესტივალის შესახებ, რომელიც კონცეპტუალური თვალსაზრისით  ერთგვარად ახალ ფენომენს წარმოადგენს.(ვუსურვებ სამომავლოდ პერმანენტულ ხასიათს!)  თაკო შუკაკიძის ინიციატივამ სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში მოღვაწე არა-ცნობადი შემოქმედების ინტეგრაცია მოახდინა... ლიტერატურის, თეატრალური, მუსიკალური თუ ვიზუალური ხელოვნების სეგმენტები, განსხვავებული ესთეტიკის, მსოფლმხედველობის, განსხვავებული ინტელექტის კოეფიციენტის მქონე ახალგაზრდა ხალხი გააერთიანა. თაკო შუკაკიძემ შექმნა ცოცხალი პლატფორმა, საკომუნიკაციო ენა, რათა ანტიპოდურ შემოქმედებს გაეცნოთ ერთ სივრცეში ერთმანეთი და ეპოვნათ თავისთვის საინტერესო. მე ჩემი მხრივ, მაგალითად აღვნიშნავ-მთარგმნელსა და პოეტს, არაჩვეულებრივ ინტელექტუალს ირაკლი ყოლბაიას(და მის წიგნსფურაჟი“), რომლის არსებობის შესახებ ამ ფესტივალამდე არაფერი ვიცოდი.  ხსენებული ფესტივალის ავტორმა ჩემს წარმოდგენაში შეძლო შეექმნა იტალიელი რეჟისორის მიქელანჯელო ანტონიონისზაბრისკი პოინტი მსგავსი ესთეტიკური ატმოსფერო და ასე ნანატრი ახალგაზრდების ნონკონფორმისტული სულისკვეთებები შეეკავშირებინა ერთმანეთთან, 21 საუკუნის პერსპექტივიდან!

ახლა კი, თქვენის ნებართვით მივუბრუნდები პროლოგში  ნახსენებშტამპს“, რომლის ავტორები-ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა ონლაინ პლატფორმაპიესების ონლაინ კითხვა“—“Plays online reading” შექმნელებიც არიან, ამჯერად მათ აგვისტოს ცხელ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ეზოში, ცოცხალ, ფიზიკურ სივრცეში მიიწვიეს მსმენელ-მაყურებელი 48 წუთის განმავლობაში.  თუმცა, არა! ეს დრო არ იყო საკმარისითვითკმაყოფილებაშეგეგრძნოთ, 48 წუთითვითკმაყოფილების  პროვოცირებისთვის ძალზე მცირე დროა,  კიდევ მინდოდა იმ სივრცესა და ატმოსფეროში დარჩენა!..

მაყურებელს ეზოში შესვლის მომენტიდან ესმის ცოცხალი მუსიკის( კონტრ-ტენორი გიორგი თავართქილაძე გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერა ,,რინალდოდან'' არია ,,Lascia ch'io pianga'' და ალესანდრო სკარლატის ოპერიდან ,,პომპეო'' არია ,,o cessate di piagarmi: კონცერტმეისტერი - კირა მელაშვილი.) თანხლებით შემდეგნაირად მჟღერი სიტყვები:  ჩვენ - ადამიანები ყოველთვის ვსვამთ კითხვებს, კითხვებს, რომელიც  იმისთვის იბადება, რომ ჩვენი არსებობის არსი გაუგიათ“--და გრძელდება...  ვიდრე რეცენზიის წერას შევუდგებოდი, კონცეფციის ავტორებს ვთხოვე ჩემთვის მოკლე აღწერილობა, .. ანოტაციის სახით გადმოეგზავნათ. ვინაიდან ყოველი სიტყვა მნიშვნელოვნად საჭირბოროტოა---ანოტაციას უცვლელი სახით ვსვამ რეცენზიაში:  


„ანოტაცია

ოდა თეატრს

ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ, სადაც რესპოდენტებს უნდა ეთქვათ თუ რა კითხვას დაუსვამდნენ ქართულ თეატრს. ჩვენი ინტერესის საგანი იყო ის თუ რას ფიქრობდა ხალხი თეატრზე და არა პირიქით, როგორც ეს მეინსტრიმშია.

 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თეატრთან იყო ,,სად ხარ?’’

ზოგჯერ კითხვები მეტ რამეს ამბობენ, ვიდრე პასუხები

სად ვართ? - ჩვენ სამყაროს დასალიერში, დიდი უფსკრულის წინ ვდგავართ, სადაც ან დასასრულია ან დასაწყისი. ორივე ახალს ნიშნავს, ახალს კი ყოველთვის სიფრთხილე სჭირდება. რა მოხდება მაშინ, როდესაც ჯგუფიდან ერთი ნაბიჯს წინ გადადგამს და უფსკრულში გადაეშვება?! გაჰყვებიან თუ არა მას სხვები?!

ჩვენ გვსურდა ნაბიჯი წინ გადაგვედგა, ნაბიჯი თეატრზე ხმამაღლა სალაპარაკოდ, აქამდე ყველასთვის ნაცნობ, მაგრამ მაინც ტაბუ დადებულ თემებზე სალაპარაკოდ. საკომუნიკაციო ფორმად პოსტი ავირჩიეთ, რადგან ჩვენს დროში დოქტრინა ასე მუშაობს - არტისტების არსებობას მათ მიერ დაპოსტილი ტექსტების რაოდენობა განსაზღვრავს და რადგან პოსტები იმაზე მეტ მოწონებას იმსახურებენ, ვიდრე დადგმული სპექტაკლები,  ჩვენც ასე ვიქცევთ, ამ შემთხვევაში არა მაყურებლის, არამედ თეატრალების ყურადღებას. პოსტებში წარმოდგენილ მინიატურებში დღეს თანამედროვე ქართულ თეატრში ჩვენი თვალით დანახული და აღქმული სიტუაციები და ტიპოლოგიაა. მწარე სინამდვილე, რომლის მხილებაც მხოლოდ და მხოლოდ თეატრის გულწრფელ სიყვარულს ემსახურება. რადგან ერთი ჭეშმარიტების მტკიცედ გვწამს, რომ ვისაც თეატრი თავის თავში კი არ უყვარს, არამედ თავისი თავი თეატრში უნდა განიდევნოს.


ნიშანდობლივად აღსანიშნავია ინტერაქტიული ნაწილიც: როდესაც სურვილისამებრ წყვეტ ჩაერთვები თუ არა შემოთავაზებულ ინიციატივაში, და თუკი გადაწყვეტ საკუთარი ჩართულობის საკითხს, მერწმუნეთ ძალზედ ჰედონისტურია, როცა შემსრულებლ(ებ)ის „ნერწყვი“ არ გხვდება სხეულის რომელიმე ნაწილზე(!).       „შტამპი“-პოსტები 48 წუთში 6 ეპიზოდად არის დაყოფილი, თითოეულ ეპიზოდს ბასრი ‘სკარიფიკაციით’ შემდეგნაირი რეფრენები გასდევს: „სამყაროში იმაზე უფრო დიდი ვნებაც არსებობს, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი“;  „სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი“;  „და თქვენ ამას ფორმას ეძახით?“;  „და თქვენ ამას ხელოვნებას ეძახით?“;  „კრიტიკა არასდროს იქნება ჯანსაღი თუ კრიტიკოსს ობიექტის ეშინია“;  „კრიტიკოსი რომელიც კრიტიკას თავს არიდებს მავნებელია, რადგან განვითარების იდეით არ არის განმსჭვალული“;  „კრიტიკოსის მთავარი იარაღი აღიარებაა“;  „ისტორიას თავის დროზე რეპუტაციის არ მქონე კრიტიკოსები რჩებიან“.       ჩამოთვლილი „რეფრენები“ მთელ პოსტებს, რომ დაღად გასდევს ერთ დიდ „შტამპს“ ქმნის(!) და გვთავაზობს ქართული ხელოვნების მწვავე კრიტიკას, სილის გაწნას, ნაფტალინის სურნელში თავბრუდახვეული საზოგადოებების,  ჯერაც ბურჟუაზიულ აპოთეიზმში მყოფი ძველგაზრდებისა და ახალგაზრდებისადმი გამოხატულ მკაცრ მანიფესტს!                
  ...დიახ, და მე ესოდენ ვწუხვარ, რომ ამ დიდებულ სანახაობას არ ესწრებოდნენ სრულიად შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები, უმნიშვნელო თუ წარმმართველი რგოლები!  რამეთუ, „იქ“ და „მაშინ“ იყო ყველაფრის კრიტიკა. „იქ“ და „მაშინ“ იყო ყველა მრუდის მწვავე რეფლექსია. „იქ“ და „მაშინ“ იყო კონფრონტაცია სამომავლო კონსტრუქციულობისთვის!  რადგან აღარ შეიძლება ახალი თაობის კრიტიკოსები და პრაქტიკოსი ხელოვანები-ხუთოსანი ბავშვებივით კაპიტულანტურად იმეორებდნენ წინა თაობების ხელწერას... რომ „ეს“ დამღუპველია, რომ „ეს“ შინაგანლპობას, თვითხრწნადობას, უსიხარულობას, ეგოიზმის უმაღლეს გამოვლინებას, ნარცისულ თვითტკბობას იწვევს, და რომ „ეს“  დღეს „აღარ“ შეიძლება, რადგანაც დაუშვებელია!   მატარებელი რელსებზე უნდა სწორად დადგეს და გამართულმა ზიგზაგების გარეშე იაროს სირცხვილისა და კომპლექსებისგან გაშიშვლებულმა, კონფორმიზმების და რიგი ნალოლიავები - მარად ახლობლური კომპრომისების გარეშე! დიახ, ამიერიდან.   ფილოსოფოს რენე დეკარტის ყველასთვის ნაცნობი ფრაზის - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“-ის თანამედროვე განსხეულება დღევანდელი არტისტებისთვის ასე ჟღერს: „ვპოსტავ, მაშასადამე ვარსებობ“... და „აქ“ და „ახლა“ უნდა გავიხსენოთ კონკრეტული (N) რეჟისორის მხრიდან გამოთქმული, მე მაპატიეთ და სამარცხვინო უკმაყოფილების გამომხატველი „პოსტი სოც. ქსელში დაპოსტილი“, როდესაც ის კრიტიკოსებს იმპერატიული ტონით „კენწლავდა“ და ითხოვდა კრიტიკოსებისგან ე.წ. feedback-ს კონკრეტულ სახელოვნებო პროდუქტზე. მუდმივად ‘ოდების’ მოყვარული და ავადმყოფურად ნაჩვევი ქართული თეატრი წარბშეუხრელად, ქედმაღლურად ისხლიტავს კრიტიკოსებისგან ყოველ ჯერზე გამოსტყორცნილ პანეგირიკებს(გეგონება, პერმანენტულად იმსახურებდეს!), ხოლო როცა კრიტიკოსის ხოტბა-დიდება, რაიმე სასწაული შემთხვევის წყალობით „ხელთ არ უჭირავს“, აი, მაშინ კი, წარბსაც შეირხევს და საკუთარ უფლებამოვალეობებს კრიტიკოსების ფუნქციებსაც შეუთავსებს, ასევე აროგანტული პათოსით და შეიფერებს!  ურცხვად აკორექტირებენ კულუარულად თუ ეგზიბიციონისტურად კრიტიკოსების აზრებს, კრიტიკოსების, რომლებსაც, ფაქტობრივად, როგორც პროფესიას არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონია ხელშეწყობა, გნებავთ მხარდაჭერა!  პოსტების კითხვა 48 წუთში, რომელიც ჩვენი ყოფიერების ერთ დიდ და გრანდიოზულ „შტამპს“ ჰქმნის მრავალკონტექსტუალურ პარადიგმებს მოიცავს, მაგალითად: როგორიცაა პარადიგმა-„ქალთა სახეები თეატრის რეჟისურაში“, რაც გულისხმობს სტერეოტიპული ტენდენციის კრიტიკას, ქალის, როგორც შემოქმედებითად არაპროდუქტიული და არაქმნადი არსების რაობის შესახებ!  პარადიგმა-„კრიტიკოსის მეტამორფოზა“, რაც გულისხმობს ზედმეტად ფამილარობას მოყვარული კრიტიკოს-შემფასებლების პროფესიულ-თანდათანობით ნიველირებას, ობიექტურობის დაკარგვის აუცილებელი კომპონენტით გაზავებულს!  პარადიგმა-„გენეალოგიური ხე“, დიდი სქემატურობისა და დაშტამპულობის ზეციური გამოხატულება, ატავისტური იდეოლოგიით ღვთივკურთხეული საგანძური, გენეალოგიური საჩუქარი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პირდაპირ თუ ირიბად ტვინში ჩაბეჭდილი „ინტენციები“, რომ ინტიმური სურვილებიც კი მხოლოდ „შენისსადარი ღვთივკურთხეულისადმი“ უნდა აღგეძრას! და შენ „ამ ყველაფერს“ შესანიშნავად მორჩილად ითავისებ და ახორციელებ!                          
       
     „გადავხედოთ კულტურის შემოქმედ ხალხს, ვინც ამბოხს გვაწვდის, როგორც მოდალურ ტენდენციას...
-განა ეს გულწრფელია?! -და განა ეს ამბოხია?!“ 
   
მე ვიტყოდი, რომ ეს არის პერსევერაციულ პოზაში მყოფობა, ყველაზე მყვირალა სქემაში ჯდომა, დაშტამპულობა!!!

 ყოველ წელს ვხედავთ ვინ როგორ კონდიციაშია ‘გაჭედილი’ და ამავე დროს, ვხედავთ ახალი თაობის მიერ შექმნილ თვითმყოფადი ხელწერის ნიმუშებს: გეგა გაგნიძეს „ბალიშის კაცუნით“ და ქეთევან სამხარაძეს და დავით თარბას ქართულ კულტურაზე დაღდასმული „შტამპით“.   ყველა ყველაფერს ხედავს, დრო ყველაფერს ინიშნავს, დრო არცერთ უმნიშვნელო ნიუანსს არ გაფილტრავს, ვინაიდან ყველაფერი ზედაპირზე ლივლივებს.

Monday, 24 August 2020

თეატრი და კარანტინი




მსოფლიომ  მონოტონურად  ერთტაქტიან გულისცემას აუწყო ფეხი... ახლა გლობალურად  ყველა ქალაქში ერთმანეთის მსგავსი საერთო რეგულაციები მოქმედებს, რამაც რამდენიმე თვეა რაც განსაზღვრა მსოფლიო მოქალაქის,  და მე ვიტყოდი, კრებით კონტექსტში, კოსმოპოლიტი მოქალაქის მოქმედების არეალი... ერთგვარად შემოსაზღვრულ რეალობაში ეძებენ საკუთარი გამოხატვის თუ თვითგადარჩენის გზებს კულტურის სხვადასხვა სფეროები ეპიდემიურ და პოსტეპიდემიურ ‘დეკადაში’. 
პანდემიის  აქტიური მძვინვარების პერიოდში მსოფლიოს საოპერო, საბალეტო თუ დრამატულმა თეატრებმა, ეგრეთ წოდებული ვირტუალური რეაქტიულობა აირჩიეს თვითდემონსტრაციის ერთადერთ გზად, რაც დღემდე გრძელდება... ამ მასშტაბურმა განაცხადმა უამრავ თანამოქალაქეს, რასაკვირველია, ერთის მხრივ მიანიჭა უნიკალური შანსი ენახა არა ცოცხლად, მაგრამ  მეორეს მხრივ „ონლაინ რეჟიმში“ უმაღლესი მხატვრული ღირებულების მქონე  სხვადასხვანაირი ნიმუში...   ფაქტობრივად, პანდემიური კრიზისი მსოფლიო კულტურის  საყოველთაო  რეგენერაციის და ყველა ქვეყანაში შეღწევის უნიკალურ მაგალითად ტრანსფორმირდა  და  „პანდემიის“ სემანტიკურობის  საწინააღმდეგოდ ნამდვილად პოზიტიური მოცემულობის სახე მიიღო. პრეისტორიული წიაღსვლებით, ისტორიულად ყველანაირი კრიზისის შემდგომ არაერთხელ დაამტკიცა თეატრმა საკუთარი უმაღლესი კულტუროლოგიური აუცილებლობის ‘მნიშვნელოვნება’... როდესაც დროებით “დროში გაწელილი კრიზისის“ შემდეგ, დეკონსტრუქციისა და  მომენტალური ჩაჩუმების სანაცვლოდ რეკონსტრუირებულ-სისხლგადასხმული ცოცხალი ხელოვნება ფენიქსივით ახალ სიცოცხლეს იწყებდა და არსად ქრებოდა...
მეოცე საუკუნის ცნობილი თეატრალური მოღვაწის  ეუჯენიო ბარბას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაახლოებითი პერიფრაზირებით: -[[1]]‘თუკი ხალხს არ დააინტერესებს ის თეატრი, როგორსაც ვაკეთებთ, ეს ჩვენივე ბრალიაო’ - აბსოლუტურად ავთენტური აზრია დღევანდელი დღისთვისაც,  ვინაიდან, პრეპანდემიური, პანდემიური თუ მოახლოებული პოსტპანდემიური მოცემულობებით ხელისგულზე გამოჩნდა, რომ თეატრალური ხელოვნების დაპაუზების საკითხი ხალხს მასიურად დიდად არ აღელვებს, ან  საერთოდ არ აღელვებს!  ამ სამწუხარო სინამდვილემ კიდევ მეტი სიმძაფრით დაანახა ქართულ თეატრებში მოღვაწე საზოგადოებებს, რომ, ის რასაც ისინი მანამდე „აკეთებდნენ“(„ქმნიდნენ“)  აქტუალური და მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ ყოფილა...! ამიტომ  მიმდინარე პერიოდი მაქსიმალურად გონივრული გადააზრებისთვის, თვითრეფლექსიისთვის უნდა დაიხარჯოს...  აღნიშნული მდგომარეობა უნდა კოორდინირდეს მუდმივმოქმედი კრიზისული ბარიკადების მეტნაკლებად შემცირებისკენ და თეატრალური ხელოვნების, როგორც აუცილებელი სასიცოცხლო რგოლის დამტკიცებისკენ.
ხალხს უნდა, რომ იგრძნოს  თეატრალური კულტურის თვალსაჩინოება, მისი, როგორც მაღალი კულტურული ინსტიტუციის გარდაუვლად არსებობის საჭიროება(!), რაც რასაკვირველია პირდაპირპროპორციულ კავშირშია მოქალაქის, როგორც სოციო-კულტურული ინდივიდის ჩამოყალიბებისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით.    ვფიქრობ, რომ  ახლა არაა მოთქმა-გოდების დრო,  თუ რატომ სასწრაფოდ ჯერ ისევ პანდემიის პირობებში არ თამაშობენ სპექტაკლებს!  ახლა,  ეგრეთ წოდებული „დააფდეითების“, თვითგანახლებასა  და სამომავლოდ სიცოცხლეზე ფიქრის დროა.
ცხადია, რომ თეატრალური ხელოვნების შეჩერების საკითხი პირდაპირ გულისხმობს თეატრების ფინანსურ კოლაფსს და მსგავსი პრობლემის მანკიერი პრაქტიკის ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურ დონეზე უნდა ხდებოდეს, თუმცა ‘უნდა ხდებოდეს’ და ‘არ ხდება’, ისევე როგორც, სხვა სახის პრობლემების სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის დონეზე ცვლილება-გაჰუმანურება ხალხის  სასარგებლოდ არასდროს ხდება(!) და ამიტომ „აქ და ახლა“  საჭიროებაა, რომ თუნდაც მწირე ფინანსურ პირობებში თეატრმა შექმნას მთავარი...: მაგნიტივით მიმზიდველი ენერგეტიკული ველი მწვავე პრობლემატიკით და რბილი თემებით...  დაბადოს ჯერ კიდევ განუხორციელებელი ინტერაქციული კავშირი თეატრის აუცილებელ კომპონენტს - მაყურებელსა და თავის თავს შორის. შედეგად დაანახოს და არ დაავიწყოს, თუნდაც ძალიან ლოკალურ აუდიტორიებს მისი ფუნქციონალურობის მაღალი ხარისხი.     
ფართომასშტაბიანი ობსტრუქციის დასაწყისიდანვე, როგორც აღვნიშნე მსოფლიოს  სახელოვნებო სფეროების სეგმენტმა მთლიანად კიბერ სივრცეში გადაინაცვლა...:  მსახიობების „ონლაინ კავშირებით“ ვირტუალურ მაყურებელთან; ე.წ. „ლაივსტრიმებით“, თუ სხვადასხვა ონლაინ ფესტივალებით...   გლობალურმა მცირე დროში აპრობირებულმა პრაქტიკამ საქართველოშიც შემოაღწია, რა თქმა უნდა, და  ჩვენი ქვეყანაც  ერთგვარ გამოწვევას ანალოგიური პასუხით შეეგება… ქართულმა თეატრების აბსოლუტურმა უმრავლესობამაც გახსნა საკუთარი არქივები თუ სარეპერტუარო სპექტაკლები ქართველი და არამარტო ქართველი მაყურებლისთვის, ასევე ვირტუალური სივრცე შექმნა სტუდენტების ჯგუფმა სახელწოდებით: „პიესების ონლაინ კითხვა“, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა კი სარეპერტუარო სპექტაკლების გაკომიქსებული ვარიანტები შემოგვთავაზა, აღნიშნული გამოცდილებები ამ პირობებში ციფრული ტექნოლოგიების ერთგვარი ათვისების მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ.  გარდა ამისა,  თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის დაფუძნებული ელ. პლატფორმა - ქართული თეატრის ელექტრონული არქივი
 /www.theatrelife.ge/  აქტიურად ახორციელებდა და ახორციელებს ონლაინ დისკუსიების ციკლს პროექტის „თეატრი კარანტინში“ ფარგლებში - სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე ჩიხურ სიტუაციასა და დარგის გრძელვადიან დისონანსურ პროცესებთან მიმართებაში.   
მას შემდეგ, რაც ქართულმა სახელმწიფო თუ კერძო თეატრებმა მასიურად განათავსეს სპექტაკლები კიბერ სივრცეში,  საზოგადოების დიდი ნაწილი ვინც შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებულად არ დადის თეატრებში თვითმხილველი გახდა რა ხდება „აქ“, „ჩვენთან“... სად ვართ და რა რთული პრობლემების წინაშეა სფეროს ფუნდამენტური ჩანასახები...  როგორ უსახურ და ოდნავ მბჟუტავ კონდიციას ინარჩუნებს უკვე რამდენი წელია.    


ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კიბერ სივრცე, როგორც მარკეტინგულად სარგებლიანი ინსტრუმენტული გზა ვერ გახდება სამუდამო გამოსავლის თუ დარგის თვითმყოფადობის გადარჩენის მიზეზი, მაშინ, როცა საქმე ცოცხალ
, საშემსრულებლო, პერფორმატიულ ხელოვნებას ეხება...  ადამიანები არ უნდა გაუცხოვდნენ სამყაროსგან დიდი ხნით, ვინაიდან   პროსტრაციასა და ესკაპიზმამდე არსებულ სიტუაციაში უმნიშვნელო ‘ბიძგიღა’ რჩება!
საშემსრულებლო-პერფორმატიული ხელოვნების დარგში მომუშავე ხალხს ახლა (.ალბათ.)როგორც არასდროს სჭირდება მიმდინარე - აქტუალური
პრობლემების მატერიალურ-შინაარსობრივი ქსოვილის ადეკვატურივე ტექსტუალიზება საშემსრულებლო პროდუქტში. ტექსტობრივ-დრამატურგიული ასპექტის მეტისმეტი პრიმიტივიზმი მაყურებელს ყოველთვის ღლის და ბეზრდება, რომ არაფერი ვთქვათ არავერბალური გამოხატვის
ზედმეტად შიშველ არაპროფესიონალიზმზე...
 ცოცხალი ხელოვნება და უმთავრესად „თეატრი“ არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებს მაყურებლის, თვითმხილვევლის, ანუ თანათვითმხილველის გარეშე.  მაყურებელი დაიღალა გამუდმებით თანამონაწილეობის ალუზიების განცდით; პერმანენტულ რეჟიმში შემოთავაზებული უსიცოცხლო მოდელირებებით!  
ყოველთვის გვახსოვდეს რომ: ცუდი თუ კარგი სახელოვნებო პროდუქტი, რომელიც საჯაროა -მხოლოდ თავისთავად, ლატენტურად არ არსებობს, არამედ  ელოდება გამოხმაურებას, რეზონანსს, შედეგს თუ რამენაირ შეფასებას ხალხისგან და დარგის სპეციალისტებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ხელოვნება“ არ იქნებოდა დეკლამაციური, საჯარო თუ დემონსტრაციული, მაშინ შეიქმნებოდა ოთხ კედელში და დარჩებოდა იქვე. ამიტომ თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ „მუშაობის შედეგზე ხალხის რეაქციები არ აინტერესებს“, ვინაიდან  ამგვარი აზრი უკიდურესად არადამაჯერებელი და ღიმილისმომგვრელი იქნება ყოველთვის.   
  ... და თუკი ლიტერატურის მკვლევარს ალან კირბს ციტატას მოვპარავ:
[[2]]„მოდერნიზმის  ნევროზულობისა და პოსტმოდერნიზმის ნარცისიზმის სანაცვლოდ ფსევდო-მოდერნიზმს სამყარო სადღაც მიაქვს,  ახალ, უწონად, ჩუმი აუტიზმით აღსავსე „არსაითში“.“---სწორედ ამ ფაქტობრივი მტკიცებულების ირიბ-ბუკვალური გაქარწყლება უნდა მოახერხოს თეატრალურმა კულტურამ საშემსრულებლო პრაქტიკაში ან ძალღონე არ დაკარგოს, რომ ხალხს დაანახოს ‘თავისი წილი’ ადგილი  ეროვნულ-გლობალურ კულტურულ რუკაზე...  პოსტპანდემიური პერიოდი უნდა გახდეს, პირველ რიგში, თეატრის, როგორც კულტურული ღირებულების რეაბილიტაციის, როგორც მყარი აქსიოლოგიური ასპექტის განმტკიცების საწინდარი.



[1] https://publika.ge/article/akhali-teatraluri-drois-taviseburebani/
[2] Alan Kirby-“The death of postmodernism and beyond”

ანდრე და დორინი GIFT-ის ფოკუსში

დიდი გერმანელი თეატრმცოდნე, ჰანს-თის ლემანი წიგნში „პოსტდრამატული თეატრი“ დისკურსულ მსჯელობაში „პოსტდრამატულის“ შესახებ აღნიშნავს: ​ ციტირებ...