Friday, 25 September 2020

ახალგაზრდების მანიფესტი ნაფტალინის სურნელში მოლივლივეებს

 


2020 წლის 8 აგვისტოს, თეატრალური უნივერსიტეტის(მეორე კორპუსის) ეზოში დრამატურგისა და თეატრმცოდნის თაკო შუკაკიძის ორგანიზებით გამართული ოთხდღიანი(7-8-9-10) ფესტივალისლიტერატურა სოლიდარობისთვისფარგლებში,  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: დავით თარბამ და ქეთევან სამხარაძემ წარმოადგინეს თვითმყოფადი ხელწერა, ფორმით და შინაარსით - „შტამპი“-პოსტების კითხვა 48 წუთში.  დიახ, არ გავათამამებ არავის და ვიტყვი, რომ მათი ხმა, სამეტყველო ენა და კონტექსტუალური სტილი მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუმის მქონეა.  ვიდრე აღნიშნულშტამპსსახელდობრ განვიხილავ, მანამდე ვიტყვი თავად ფესტივალის შესახებ, რომელიც კონცეპტუალური თვალსაზრისით  ერთგვარად ახალ ფენომენს წარმოადგენს.(ვუსურვებ სამომავლოდ პერმანენტულ ხასიათს!)  თაკო შუკაკიძის ინიციატივამ სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში მოღვაწე არა-ცნობადი შემოქმედების ინტეგრაცია მოახდინა... ლიტერატურის, თეატრალური, მუსიკალური თუ ვიზუალური ხელოვნების სეგმენტები, განსხვავებული ესთეტიკის, მსოფლმხედველობის, განსხვავებული ინტელექტის კოეფიციენტის მქონე ახალგაზრდა ხალხი გააერთიანა. თაკო შუკაკიძემ შექმნა ცოცხალი პლატფორმა, საკომუნიკაციო ენა, რათა ანტიპოდურ შემოქმედებს გაეცნოთ ერთ სივრცეში ერთმანეთი და ეპოვნათ თავისთვის საინტერესო. მე ჩემი მხრივ, მაგალითად აღვნიშნავ-მთარგმნელსა და პოეტს, არაჩვეულებრივ ინტელექტუალს ირაკლი ყოლბაიას(და მის წიგნსფურაჟი“), რომლის არსებობის შესახებ ამ ფესტივალამდე არაფერი ვიცოდი.  ხსენებული ფესტივალის ავტორმა ჩემს წარმოდგენაში შეძლო შეექმნა იტალიელი რეჟისორის მიქელანჯელო ანტონიონისზაბრისკი პოინტი მსგავსი ესთეტიკური ატმოსფერო და ასე ნანატრი ახალგაზრდების ნონკონფორმისტული სულისკვეთებები შეეკავშირებინა ერთმანეთთან, 21 საუკუნის პერსპექტივიდან!

ახლა კი, თქვენის ნებართვით მივუბრუნდები პროლოგში  ნახსენებშტამპს“, რომლის ავტორები-ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა ონლაინ პლატფორმაპიესების ონლაინ კითხვა“—“Plays online reading” შექმნელებიც არიან, ამჯერად მათ აგვისტოს ცხელ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ეზოში, ცოცხალ, ფიზიკურ სივრცეში მიიწვიეს მსმენელ-მაყურებელი 48 წუთის განმავლობაში.  თუმცა, არა! ეს დრო არ იყო საკმარისითვითკმაყოფილებაშეგეგრძნოთ, 48 წუთითვითკმაყოფილების  პროვოცირებისთვის ძალზე მცირე დროა,  კიდევ მინდოდა იმ სივრცესა და ატმოსფეროში დარჩენა!..

მაყურებელს ეზოში შესვლის მომენტიდან ესმის ცოცხალი მუსიკის( კონტრ-ტენორი გიორგი თავართქილაძე გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერა ,,რინალდოდან'' არია ,,Lascia ch'io pianga'' და ალესანდრო სკარლატის ოპერიდან ,,პომპეო'' არია ,,o cessate di piagarmi: კონცერტმეისტერი - კირა მელაშვილი.) თანხლებით შემდეგნაირად მჟღერი სიტყვები:  ჩვენ - ადამიანები ყოველთვის ვსვამთ კითხვებს, კითხვებს, რომელიც  იმისთვის იბადება, რომ ჩვენი არსებობის არსი გაუგიათ“--და გრძელდება...  ვიდრე რეცენზიის წერას შევუდგებოდი, კონცეფციის ავტორებს ვთხოვე ჩემთვის მოკლე აღწერილობა, .. ანოტაციის სახით გადმოეგზავნათ. ვინაიდან ყოველი სიტყვა მნიშვნელოვნად საჭირბოროტოა---ანოტაციას უცვლელი სახით ვსვამ რეცენზიაში:  


„ანოტაცია

ოდა თეატრს

ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ, სადაც რესპოდენტებს უნდა ეთქვათ თუ რა კითხვას დაუსვამდნენ ქართულ თეატრს. ჩვენი ინტერესის საგანი იყო ის თუ რას ფიქრობდა ხალხი თეატრზე და არა პირიქით, როგორც ეს მეინსტრიმშია.

 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თეატრთან იყო ,,სად ხარ?’’

ზოგჯერ კითხვები მეტ რამეს ამბობენ, ვიდრე პასუხები

სად ვართ? - ჩვენ სამყაროს დასალიერში, დიდი უფსკრულის წინ ვდგავართ, სადაც ან დასასრულია ან დასაწყისი. ორივე ახალს ნიშნავს, ახალს კი ყოველთვის სიფრთხილე სჭირდება. რა მოხდება მაშინ, როდესაც ჯგუფიდან ერთი ნაბიჯს წინ გადადგამს და უფსკრულში გადაეშვება?! გაჰყვებიან თუ არა მას სხვები?!

ჩვენ გვსურდა ნაბიჯი წინ გადაგვედგა, ნაბიჯი თეატრზე ხმამაღლა სალაპარაკოდ, აქამდე ყველასთვის ნაცნობ, მაგრამ მაინც ტაბუ დადებულ თემებზე სალაპარაკოდ. საკომუნიკაციო ფორმად პოსტი ავირჩიეთ, რადგან ჩვენს დროში დოქტრინა ასე მუშაობს - არტისტების არსებობას მათ მიერ დაპოსტილი ტექსტების რაოდენობა განსაზღვრავს და რადგან პოსტები იმაზე მეტ მოწონებას იმსახურებენ, ვიდრე დადგმული სპექტაკლები,  ჩვენც ასე ვიქცევთ, ამ შემთხვევაში არა მაყურებლის, არამედ თეატრალების ყურადღებას. პოსტებში წარმოდგენილ მინიატურებში დღეს თანამედროვე ქართულ თეატრში ჩვენი თვალით დანახული და აღქმული სიტუაციები და ტიპოლოგიაა. მწარე სინამდვილე, რომლის მხილებაც მხოლოდ და მხოლოდ თეატრის გულწრფელ სიყვარულს ემსახურება. რადგან ერთი ჭეშმარიტების მტკიცედ გვწამს, რომ ვისაც თეატრი თავის თავში კი არ უყვარს, არამედ თავისი თავი თეატრში უნდა განიდევნოს.


ნიშანდობლივად აღსანიშნავია ინტერაქტიული ნაწილიც: როდესაც სურვილისამებრ წყვეტ ჩაერთვები თუ არა შემოთავაზებულ ინიციატივაში, და თუკი გადაწყვეტ საკუთარი ჩართულობის საკითხს, მერწმუნეთ ძალზედ ჰედონისტურია, როცა შემსრულებლ(ებ)ის „ნერწყვი“ არ გხვდება სხეულის რომელიმე ნაწილზე(!).       „შტამპი“-პოსტები 48 წუთში 6 ეპიზოდად არის დაყოფილი, თითოეულ ეპიზოდს ბასრი ‘სკარიფიკაციით’ შემდეგნაირი რეფრენები გასდევს: „სამყაროში იმაზე უფრო დიდი ვნებაც არსებობს, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი“;  „სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ვნება, ვიდრე სურვილი იყო ყველასთვის საყვარელი ხელოვანი“;  „და თქვენ ამას ფორმას ეძახით?“;  „და თქვენ ამას ხელოვნებას ეძახით?“;  „კრიტიკა არასდროს იქნება ჯანსაღი თუ კრიტიკოსს ობიექტის ეშინია“;  „კრიტიკოსი რომელიც კრიტიკას თავს არიდებს მავნებელია, რადგან განვითარების იდეით არ არის განმსჭვალული“;  „კრიტიკოსის მთავარი იარაღი აღიარებაა“;  „ისტორიას თავის დროზე რეპუტაციის არ მქონე კრიტიკოსები რჩებიან“.       ჩამოთვლილი „რეფრენები“ მთელ პოსტებს, რომ დაღად გასდევს ერთ დიდ „შტამპს“ ქმნის(!) და გვთავაზობს ქართული ხელოვნების მწვავე კრიტიკას, სილის გაწნას, ნაფტალინის სურნელში თავბრუდახვეული საზოგადოებების,  ჯერაც ბურჟუაზიულ აპოთეიზმში მყოფი ძველგაზრდებისა და ახალგაზრდებისადმი გამოხატულ მკაცრ მანიფესტს!                
  ...დიახ, და მე ესოდენ ვწუხვარ, რომ ამ დიდებულ სანახაობას არ ესწრებოდნენ სრულიად შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები, უმნიშვნელო თუ წარმმართველი რგოლები!  რამეთუ, „იქ“ და „მაშინ“ იყო ყველაფრის კრიტიკა. „იქ“ და „მაშინ“ იყო ყველა მრუდის მწვავე რეფლექსია. „იქ“ და „მაშინ“ იყო კონფრონტაცია სამომავლო კონსტრუქციულობისთვის!  რადგან აღარ შეიძლება ახალი თაობის კრიტიკოსები და პრაქტიკოსი ხელოვანები-ხუთოსანი ბავშვებივით კაპიტულანტურად იმეორებდნენ წინა თაობების ხელწერას... რომ „ეს“ დამღუპველია, რომ „ეს“ შინაგანლპობას, თვითხრწნადობას, უსიხარულობას, ეგოიზმის უმაღლეს გამოვლინებას, ნარცისულ თვითტკბობას იწვევს, და რომ „ეს“  დღეს „აღარ“ შეიძლება, რადგანაც დაუშვებელია!   მატარებელი რელსებზე უნდა სწორად დადგეს და გამართულმა ზიგზაგების გარეშე იაროს სირცხვილისა და კომპლექსებისგან გაშიშვლებულმა, კონფორმიზმების და რიგი ნალოლიავები - მარად ახლობლური კომპრომისების გარეშე! დიახ, ამიერიდან.   ფილოსოფოს რენე დეკარტის ყველასთვის ნაცნობი ფრაზის - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“-ის თანამედროვე განსხეულება დღევანდელი არტისტებისთვის ასე ჟღერს: „ვპოსტავ, მაშასადამე ვარსებობ“... და „აქ“ და „ახლა“ უნდა გავიხსენოთ კონკრეტული (N) რეჟისორის მხრიდან გამოთქმული, მე მაპატიეთ და სამარცხვინო უკმაყოფილების გამომხატველი „პოსტი სოც. ქსელში დაპოსტილი“, როდესაც ის კრიტიკოსებს იმპერატიული ტონით „კენწლავდა“ და ითხოვდა კრიტიკოსებისგან ე.წ. feedback-ს კონკრეტულ სახელოვნებო პროდუქტზე. მუდმივად ‘ოდების’ მოყვარული და ავადმყოფურად ნაჩვევი ქართული თეატრი წარბშეუხრელად, ქედმაღლურად ისხლიტავს კრიტიკოსებისგან ყოველ ჯერზე გამოსტყორცნილ პანეგირიკებს(გეგონება, პერმანენტულად იმსახურებდეს!), ხოლო როცა კრიტიკოსის ხოტბა-დიდება, რაიმე სასწაული შემთხვევის წყალობით „ხელთ არ უჭირავს“, აი, მაშინ კი, წარბსაც შეირხევს და საკუთარ უფლებამოვალეობებს კრიტიკოსების ფუნქციებსაც შეუთავსებს, ასევე აროგანტული პათოსით და შეიფერებს!  ურცხვად აკორექტირებენ კულუარულად თუ ეგზიბიციონისტურად კრიტიკოსების აზრებს, კრიტიკოსების, რომლებსაც, ფაქტობრივად, როგორც პროფესიას არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონია ხელშეწყობა, გნებავთ მხარდაჭერა!  პოსტების კითხვა 48 წუთში, რომელიც ჩვენი ყოფიერების ერთ დიდ და გრანდიოზულ „შტამპს“ ჰქმნის მრავალკონტექსტუალურ პარადიგმებს მოიცავს, მაგალითად: როგორიცაა პარადიგმა-„ქალთა სახეები თეატრის რეჟისურაში“, რაც გულისხმობს სტერეოტიპული ტენდენციის კრიტიკას, ქალის, როგორც შემოქმედებითად არაპროდუქტიული და არაქმნადი არსების რაობის შესახებ!  პარადიგმა-„კრიტიკოსის მეტამორფოზა“, რაც გულისხმობს ზედმეტად ფამილარობას მოყვარული კრიტიკოს-შემფასებლების პროფესიულ-თანდათანობით ნიველირებას, ობიექტურობის დაკარგვის აუცილებელი კომპონენტით გაზავებულს!  პარადიგმა-„გენეალოგიური ხე“, დიდი სქემატურობისა და დაშტამპულობის ზეციური გამოხატულება, ატავისტური იდეოლოგიით ღვთივკურთხეული საგანძური, გენეალოგიური საჩუქარი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პირდაპირ თუ ირიბად ტვინში ჩაბეჭდილი „ინტენციები“, რომ ინტიმური სურვილებიც კი მხოლოდ „შენისსადარი ღვთივკურთხეულისადმი“ უნდა აღგეძრას! და შენ „ამ ყველაფერს“ შესანიშნავად მორჩილად ითავისებ და ახორციელებ!                          
       
     „გადავხედოთ კულტურის შემოქმედ ხალხს, ვინც ამბოხს გვაწვდის, როგორც მოდალურ ტენდენციას...
-განა ეს გულწრფელია?! -და განა ეს ამბოხია?!“ 
   
მე ვიტყოდი, რომ ეს არის პერსევერაციულ პოზაში მყოფობა, ყველაზე მყვირალა სქემაში ჯდომა, დაშტამპულობა!!!

 ყოველ წელს ვხედავთ ვინ როგორ კონდიციაშია ‘გაჭედილი’ და ამავე დროს, ვხედავთ ახალი თაობის მიერ შექმნილ თვითმყოფადი ხელწერის ნიმუშებს: გეგა გაგნიძეს „ბალიშის კაცუნით“ და ქეთევან სამხარაძეს და დავით თარბას ქართულ კულტურაზე დაღდასმული „შტამპით“.   ყველა ყველაფერს ხედავს, დრო ყველაფერს ინიშნავს, დრო არცერთ უმნიშვნელო ნიუანსს არ გაფილტრავს, ვინაიდან ყველაფერი ზედაპირზე ლივლივებს.

No comments:

Post a Comment